საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:28, 28 Jan, 2019     1663

მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა თავისუფლების მოედანზე მდებარე, ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა. ეს შენობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი „საკრედიტო საზოგადოების შენობა“, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა. შენობაში განთავსებულია საუკუნოვანი არქიტექტურული დეტალები, თაღები და ისტორიულ ძეგლად მიჩნეული უძველესი სალარო, რომელსაც ასევე ისტორიული და პირველადი სახით შენარჩუნებული რკინის ჯებირი აქვს. საკრედიტო საზოგადოების შენობა ერთ-ერთი პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში.

საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შენობაში განთავსდა დაგროვილი ქონების მართვის ფილიალი. დაგროვილი ქონების მართვისთვის ფილიალის ისტორიული შენობა, თანამედროვე დიზაინის ელემენტებით განახლდა. დიზაინზე იტალიურმა, დიზაინის ინოვაციურმა კომპანიამ- DINN!-მა იმუშავა. კომპანიამ განახლების გეგმა ისე შეიმუშავა, რომ რესტავრაციისას შენარჩუნდა მხატვრულ არქიტექტურული გამომსახველობა. DINN!-ის კონცეფცია ეფუძნება საქართველოს ისტორიული და კულტურული ფასეულობების წარმოჩენას დასავლურ ღირებულებებთან სინთეზში. დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია ასომთავრული ანბანი. სპეციალურად შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეში ასომთავრული ანბანითვე დაწერილია ვეფხისტყაოსნის აფორიზმები, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ნათლად დაინახო ქართული დამწერლობისა და ანბანის უნიკალურობა.

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებებს ბანკი სწორედ ამ ისტორიული შენობიდან განახორციელებს. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს კლიენტებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა. საამაყოა, რომ ეს პროცესი სწორედ ისტორიული შენობიდან წარიმართება და სიმბოლურია, რომ ამ შენობაში პირველი ქართული ბანკი იყო განთავსებული“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება. საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით წარმოდგენილია წარმომადგენლობითი ოფისებით, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42