ახალგაზრდული საკრებულოების არჩევნები ხვალ სრულდება
საზოგადოება - 19:44, 18 Sep, 2013     633

ხვალ, 19 სექტემბერს, ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს მიერ ორგანიზებული პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“ ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდომარის არჩევა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტესტირებისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის საფუძველზე მოხდება.

ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-მ პროექტ „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“-ს ფარგლებში მარნეულის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში 16-27 წლამდე ახალგაზრდების შერჩევა ცოტა ხნის წინ დაასრულა. აღნიშნულ რაიონებში ტესტირების საფუძველზე შერჩეულ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: ადგილობრივი თვითმართველობის ორგანულ კანონის ზოგადი საფუძვლები, კონსტიტუციის არსი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას და დაკომპლექტებისა და ფუნქციონალური გადანაწილების პირობებს გაცნობოდნენ.

ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე წამოაყენეს ოთხთვიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენა დაევალათ. წარმოდგენილი გეგმების განხილვის შედეგად, დახურული კენჭისყრის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარედ ილია ხარატიშვილი, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტში რამინ ახუნდოვი აირჩიეს.

პროექტი „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა“ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში ახალგაზრდული ჯგუფების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებენ საკრებულოებთან, იქნებიან საკრებულოს სხდომებზე სხვადასხვა პრობლემური საკითხების ინიციატორები, დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს რაიონის ახალგაზრდობასთან ერთად.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და აამაღლოს სამოქალაქო განვითარების დონე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტში ერთნიკური უმცირესობების ჩართულობას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42