29-30 იანვარს თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:30, 28 Jan, 2019     3002

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით 29-30 იანვარს თბილისში, „ტექნოპარკში" ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" გაიმართება. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრება. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა სამუშაო გარემოში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მიერ მიღწეული შედეგებისა და მომავალში განსახორციელებელი რეფორმების საჯარო განხილვები.

კონფერენციას ტექნოპარკში, 29 იანვარს, 09.00 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჰენრიკ ჰოლოლეი გახსნიან. ღონისძიების მოდერატორი გაზეთ Georgia Today-ის დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე იქნება. კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია სამი პანელი, ასევე დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.

იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაგეგმილი პანელების ფარგლებში ისაუბრებენ, არის: საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები; ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში; დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი; ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია; მეწარმეობის ხელშეწყობა; საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის ანალიზი; „მწვანე ეკონომიკა" და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავოსში გამართული ეკონომიკური ფორუმის შედეგების განხილვა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ასზე მეტი დელეგატი დაესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42