„ახალგარზდა ადვოკატები“ – შსს უნდა დაინტერესდეს, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებები შემთხვევითობაა თუ ორგანიზებული დანაშაული
საზოგადოება - 19:31, 18 Sep, 2013     1407

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დააჩაქროს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლა და დაჩქარებული განხილვის წესით, სისხლის/ადმინისტრაციული სამართლის კოდექსებში შევიდეს ცვლილებები ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სანქციის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის იურისტმა, ანა კიკნაძემ განაცხადა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ტელეკომპანიასა და კერძო დაწესებულებებში განხორციელებული ცრუ შეტყობინებები ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ, მიზანმიმართული კამპანიის ნიშნებს ტოვებს. მიგვაჩნია, რომ შემთხვევით ხდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაფარვა და საზოგადოებაში მართლწესრიგების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენა. ცრუ შეტყობინებების ერთ–ერთი მიზანი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მოსახლეობის დეორგანიზების მცდელობად მიგვაჩნია. ის ფაქტი, რომ ყველა შეტყობინების ავტორი არასრუწლოვანია, გვაფიქრებინებს, რომ პროცესი მიზანმიმართული და ხელოვნურია. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კარგად შეფასდეს ის პროვოკაციული ქმედებები, რომელიც ცრუ ტერორიზმის შეტყობინებასთან მიმართებით არსებობს. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მოზარდების მიმართ და მიიღონ ყველანაირი პრევენცია, რომელიც მსგავსი ქმედებების აკრძალვას შეეხება. მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს და ის მატერიალური ზიანი, რომელიც კერძო ორგანიზაციებს მიადგათ, უნდა ანაზღაურდეს.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ცვლილებები უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლსა და ადმინისტრაციულ კოდექსში. ცვლილებების შესაბამისად კი გამკაცრდება იმ ადამიანთა პასუხისმგებლობა, ვინც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებებს განახორციელებს. ცვლილება შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრუწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდარული ჯარიმა. კოდექსის 331–ე მუხლი, ამ ეტაპზე, 16 წლამდე არასრულწლოვანთათვის, ცრუ შეტყობინების განხორციელების შემთხვევაში, სასჯელს არ 

ითვალისწინებს, სრულწლოვანებს კი სანქციად ჯარიმა, ან გამოსასწორებელი სამუშაო ეკისრებათ. ის ფაქტი, რომ ყველა ზარის ავტორი 16 წლამდე არასრუწლოვანია, მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ ცრუ შეტყობინებები ტერორიზმის შესახებ, მიზანმიმართული და დაგეგმილი პროვოკაციის შედეგია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შსს საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, არის თუ არა ცრუ შეტყობინებების შესახებ სატელეფონო ზარები მიზანმიმართული ქმედებები და ვინ შეიძლბა იდგეს ქმედებების განხორციელების პროცესში. შეტყობინებების რეგულარული ხასიათი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს ორგანიზებულ დანაშაულს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მეტი ანალიზი გაკეთდეს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას 2013 წლის 18 სექტემბრიდან იწყებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42