ხელვაჩაურსა და სარფში გზის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 19:23, 18 Sep, 2013     374

აჭარის მთავრობის თამჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ და გზების დეპარტამენტის უფროსმა დავით შავლიაშვილმა ხელვაჩაურში გზის კეთილმოწყობით სამუშაოები მოინახულეს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ამჟამად გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება ბათუმი-ახალციხის გზის ბათუმი-ხულოს მონაკვეთზე. „ჩვენ დაახლოებით ორი თვის წინ დავპირდით მოსახლეობას, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდებოდა. პროექტის განხორციელება დაიწყო 3 სექტემბერს და 31 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

გზებზე კეთდება შერეული ტიპის - ხის და ქვის ჯებირები, ასევე იქნება დამცავი ჯებირები და თუნუქის ფურცლებით დამზადებული ამრიდები. მინდა გითხრთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 22 პიროვნება დაიღუპა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დონორების დახმარებით მომავალი წლიდან დაიწყება პროექტი, რომელიც ხულო-გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით უზრუნველყოფს მსგავსი ჯებირების მოწყობას,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ცნობისათვის, წლების განმავლობაში გზის ეს მონაკვეთი ყველაზე სახიფათო იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის. მხოლოდ 2011-2013 წლების მონაცემებით 17 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში გზის გასწვრივ 9700 გრძ.მ რკინა-ბეტონის პარაპეტები, 21 500 გრძ.მ ბაგირისა და 6500 გრძ.მ ლითონის ზრუდარები გაკეთდება. ასევე 1500 მ სიგრძის გზის ქვედა საყრდენი კედლები მოეწყობა. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 4 000 000 ლარია.

დღესვე არჩილ ხაბაძემ, შოთა მურღულიამ და დავით შავლიაშვილმა სარფის გზის მონაკვეთზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები მოინახულეს. სარფი-სენაკი-ფოთის მონაკვეთზე, რომელიც 57 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზები იწმინდება კლდის მცოცავი ნაწილებისაგან.

გზებზე მოეწყობა დამცავი ბადეები, რომელიც გაცილებით უსაფრთხოს გახდის მოძრაობას. ამ ეტაპისთვის, სამუშაოებისთვის გამოყოფილია 1 771 000 ლარი. სამუშაოები 12 აგვისტოდან დაიწყო და მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42