ქირურგი: „მეორე სურათზე ხელი რომ არის, ის ჩემი ხელია, მე მიჭირავს ხელი...“
საზოგადოება - 17:29, 18 Sep, 2013     17339

„ელისო კილაძე ვინ არის, საერთოდ არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს, რა უფლებით გამოაქვეყნა და ვინ მისცა ეს სურათები. მეორე სურათზე ხელი რომ არის, ის ჩემი ხელია, მე მიჭირავს ხელი.“- ამბობს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ანგიოქირურგი და მიკროქირურგი ჯემალ ჯიქიძე ,,გურია ნიუსთან“ ინტერვიუში.

ჯიქიძე აცხადებს, რომ ოპერაციას მის გარდა რამდენიმე ექიმიც ესწრებოდა, პაციენტი 18 წლამდე ასაკის ბიჭი იყო ხარაგაულის რაიონიდან და არ იყო პატიმარი. 

,,ყველაზე უკეთესი, იცით, რა იქნება? ადმინისტრაციაში მიხვიდეთ მთავარ ექიმთან, ისტორია ამოიღოთ და ზუსტ ინფორმაციას მიიღებთ. ერთი წლის ამბავზე მე რა უნდა გითხრა, შვილო. ოპერაცია მარტო მე კი არ გამიკეთებია. სამი კაცი თუ ოთხი კაცი ვიყავით. პატარა ბავშვი რომ იყო, მახსოვს. ალბათ 17 ან 18 წლის. ხარაგაულის რაიონიდან, სახლში მოუვიდა, მამამისთან ერთად შემოიყვანეს. 

ხელი ჰქონდა მოკვეთილი. აღსდგა ის ხელი, მაგრამ დანარჩენზე ის პატარა ბავშვი უნდა ნახოთ. უნდა დაელაპარაკოთ. ფაქტია, პატიმარი არ ყოფილა. პატიმარს ასე როგორ მოიყვანდნენ. ელისო კილაძე ვინ არის, საერთოდ არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს, რა უფლებით გამოაქვეყნა და ვინ მისცა ეს სურათები. 

პირადად მე, არ მაქვს ეს სურათები. მეორე სურათზე ხელი რომ არის, ის ჩემი ხელია, მე მიჭირავს ხელი. ვინ მისცა ეს სურათები, რა მიზეზით და რა მიზნით. ეს საშინელებაა. ასე არ შეიძლება." - განაცხადა "გურია ნიუსთან" ჯიქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42