„თუ რაიმე შეგაწუხებთ თავს გამოქცევით უშველით და არა ექიმთან მისვლით“ - საქართველოში დასმული არასწორი დიაგნოზის მორიგი მსხვერპლი
სოც.მედია - 10:36, 26 Jan, 2019     5730

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელუკა დადა ლაშხი სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საუბარია ქართველი ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზის მორიგ მსხვერპლზე:

„ქართველი ცოლ-ქმარია, საფრანგეთის ერთერთ ქალაქში.

ნაცნობი, ფრანგი სოციალი დამიკავშირდა და მთხოვა, გამეწია მათთვის სამსახური(თარგმნა).

დღეში რამდენჯერმე მირეკავენ.

ამ წამს გავთიშე და გული მაქვს გაგლეჯაზე.

მოკლედ, ქართველი გოგოს დიაგნოზი, ქართველი ექიმებისგან, კანის და სისტემური სკლეროოდერმიაა. შესაბამისად(რამდენად შესაბამისი და პროფესიონალურად გამართულია ხოლმე მათი დიაგნოზები და რეზულტატები, არ გესწავლებათ ჩემგან. საკუთარ თავზეც ოხრად ვიწვნიე) დაუნიშნეს წამლები. დამართეს სეფსისი და ექიმმა უთხრა, რომ ცხრა დღის სიცოცხლეღა ჰქონდა.

გაყიდეს საწყლებმა სოფელში, თუ რამე გააჩნდათ, აიღეს ვალები, სადაც ხელი მიუწვდათ და გადმოიხვეწნენ საფრანგეთში. გაგებული ჰქონიათ, კარგი სამედიცინო სისტემა და ადამიანური ექიმები არიანო.

დიაგნოზები, რითაც ეს გოგოა, 90 პროცენტი არასწორია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მხოლოდ ახლანდელ დიალოგს გიამბობთ, ჩემი და მისი მკურნალი ექიმისას.

მე_პაციენტს აინტერესებს, გუშინდელმა ხერხემალზე გადაღებამ და დანარჩენ ძვლებზე, რა შედეგი აჩვენა?

ექიმი_როგორც გითხარით, ეს არაა კანისა და სისტემური სკლეროდერმია. მედიკამენტებისა და მკურნალობის იმ მეთოდის დამსახურებით, რაც პაციენტს თავის ქვეყანაში ჰქონდა, მძიმედ დაზიანებული აქვს ძვალი და დასუსტებულია სახსრები. ეს არ გვაძლევს იმის სურათს, რომ პაციენტის დიაგნოზი სკლეროდერმიაა. ჩვენ გამოვრიცხეთ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა არასწორი დიაგნოზით ჩამოდის ჩვენთან პაციენტი და დაბნეული ვარ, ასე როგორ შეიძლება. ახლა ვიწყებთ მუშაობას, როგორ მოვაძლიეროთ ძვალი და აღვუდგინოთ სახსრებს ფუნქცია. ამის შემდეგ შემეძლება დავსვა ზუსტი დიაგნოზი, თუმცა, ეს არ იქნება ორ-სამ დღეში. ასევე მედიკამეტების გამო, სერიოზულად აქვს დაზიანებული ფსიქიკური მდგომარეობა და დღეს დავუნიშნეთ ფსიქოთერაპია. ეს ჩვენი ვალდებულებაა. გადაეცით პაციენტს, რომ არაფერზე ინერვიულოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მე_ დიახ, გადავცემ დეტალურად და უღრმეს მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის, რასაც იჩენთ ამ ადამიანების მიმართ.

ექიმი_თქვენ ახლობელი ხართ ამ ოჯახის?

მე_არა, არც კი მინახავს, უბრალოდ ვეხმარები.

ექიმი_მაშინ მე უნდა გითხრათ მადლობა, რომ უანგაროდ აკეთებთ ამას უცხო ადამიანებისთვის. ეს ჩემი მოვალეობაა, ბოლომდე ვიდგე პაციენტის ინტერესების დასაცავად.

აქ უკვე ტირილი ამივარდა და ყველა ის სიტყვა გამოვიყენე, რაც ადამიანური მადლიერების გამოსახატადაა საჭირო.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, თუ რაიმე შეგაწუხებთ, თავს გამოქცევით გადაირჩენთ და არა ექიმთან მისვლით.

ამაზე საშინელება არაფერი!“, - წერს სოციალური ქსელის მომხარებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42