,,ყურადღება! იძებნება უგზო-უკვლოდ დაკარგული პროკურორი რევაზ ნადოი“ - ამ შინაარსის პლაკატები დღეს პროკურატურის წინ განათების ბოძებზე გამოჩნდა. ნადოი ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორია და ის სასამართლო პროცესზე დაუდგენელი მიზეზი გამო არ გამოცხადდა. ახალაიას მომდევნო პროცესი ხვალ 4 საათზეა ჩანიშნული, ბაჩო ახალაიას ადვოკატები და მისი მეუღლე იმედს გამოთქვამენ, რომ ნადოი პროცესზე ხვალ მაინც გამოცხადდება.
,,ყურადღება!!! იძებნება უგზო-უკვლოდ დაკარგული პროკურორი რევაზ ნადოი (ჩვენი ინფორმაციით წულუკიანმა გამოკეტა თავისი სამუშაო კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, "გათბობის რადიატორზე ხელბორკილით ყავს მიბმული") მაგრამ, თუ ვინმე სადმე იპოვით, გთხოვთ, ხვალ 4 საათზე მოიყვანოთ სასამართლოში :))) გთხოვთ გაავრცელოთ!,“- წერს ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქზე“.

მასალის გამოყენების პირობები






