„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომელმაც ციხეში დაპირისპირების დროს დაზიანებული პატიმრის სკანდალური ფოტოები გაასაჯაროვა, აცხადებს, რომ მასთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო მისული და დაანონსებული ბრიფინგის გადადებას სთხოვდა.
ამის შესახებ განცხადება ელისო კილაძემ რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქზე“ გაავრცელა და დაკითხვა მოითხოვა:
„წუხელ გვიან ღამით ჩემთან იმყოფებოდა უმრავლესობის დეპუტატი,რომელიც ჩემგან ითხოვდა დღევანდელი პრესკონფერენციის გადადებას. როგორც თავად განმიმარტა, სოზარის თხოვნით, და არ იყო მარტო,მას თან ახლდა ჩემი ძველი მეგობარი,საზოგადოებისათვის ცნობილი კიდევ ერთი პირი.
სხვათა შორის,მისივე განცხადებით,სოზარის უწყებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ახალი დეპარტამენტი რომლის მიზანია სოზარის მოხსნა.
მოვითხოვ,დაუყოვნებლივ ჩემს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყოს გამოძიება და დამკითხონ.
სხვა დეტალებზე ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ“, - წერს ელისო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






