ცეზარ ჩოჩელს ბრალად 20 მილიონამდე ლარის სახელმწიფო ქონების მითვისება ედება
სამართალი - 15:21, 18 Sep, 2013     1762

მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექსმინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე დაკავებულები არიან. ცეზარ ჩოჩელს ბრალად ედება რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქონების მითვისება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დღემდე მის საკუთრებაშია.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" მიერ 2010 წლის 29 ივნისს 76 798 074 ლარის ღირებულების 471 ათასი ერთეული რკინა-ბეტონის შპალის შეძენის თაობაზე ტენდერი გამოცხადდა. საქართველოში აღნიშნული შპალების ერთადერთი კომპანია იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსბეული რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა. აღნიშნულ ტენდერში უსაფუძვლოდ იყო გაზრდილი ერთეული შპალის ღირებულება 27 ლარიდან 1 63, 8 ლარამდე, რაც იძლეოდა ტენდერში გამარჯვეული კომპანიისთვის დამატებით 12 მილიონი ლარის შემოსავლის მიღების საშუალებას.

აღნიშნული ტენდერით და შპს რკინა-ბეტონის შპალის ქარხნით დაინტერესდა ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც მოსალოდნელი მაღალი შემოსავლის მიღების მიზნით განიზრახა ქარხანას, რაც შეიძლებოდა დაბალ ფასად დაუფლებოდა. ამ მიზნით ის დანაშაულებრივად დაუკავშირდა დავით გიორგაძეს, რომელსაც შეუთანხმდა ქარხნის მაქსიმალურად დაბალ ფასად შეძენაზე და საბოლოოდ, ჩოჩელი თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 19 696 764 ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც დღემდე მის საკუთრებაშია", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 194 –ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42