„ვენდის“ უგემრიელესი პიცა უმაღლესი ხარისხითა და დემოკრატიული ფასით
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:18, 24 Jan, 2019     5369

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეები „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში ინტეგრირდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე ქსელადაც განვითარდება.

„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის თქმით, თითქმის 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე.

„ჩვენ თითქმის 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში პიცერიების ქსელის განვითარების პროექტზე. სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწმუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ“, - ამბობს გიორგი მშვილდაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამერიკელ პარტნიორებთან.

„ამასთანავე, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, პარალელურ რეჟიმში ვმართავდით მოლაპარაკებებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - „ვენდისთან“. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა. ჩვენ შევქმენით და „ვენდის“ განსახილველად წარვუდგინეთ პიცერიის კონცეფცია, ბრენდის პლატფორმა, კორპორაციული სიმბოლიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სხვა ბრენდებთან, ყოველთვის ვცდილობდით, პირველ რიგში, „ვენდი“ დაგვერწმუნებინა ამ პროექტის მიმზიდველობაში. შესაბამისად, ბოლომდე ვაცადეთ მათ და 3 თვის წინ მივიღეთ თანხმობა, პროექტის დატესტვის მიზნით პიცერიის კუთხე მოგვეწყო ქ. ქუთაისში მდებარე „ვენდის“ რესტორანში. დაგვიდგინეს კონკრეტული მიზნობრივი პარამეტრები და ქუთაისში მათი მიღწევის შემთხვევაში შევთანხმდით, რომ საბოლოოდ მოგვეცემოდა უფლება, როგორც „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების ინტეგრირების, ისე ცალკე მდგარი „ვენდის“ პიცის რესტორნების განვითარების. ქუთაისში პიცის რეალიზაციამ დაგეგმილს 2.6-ჯერ გადააჭარბა, რამაც, საბოლოო ჯამში, ახალი პროექტის იმპლემენტაციაზე „ვენდის“ თანხმობის მიღების საშუალება მოგვცა“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდის“ პიცის რესტორნები წარმოადგენენ 5 სახეობის პიცას: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. მასში ექსკლუზიურად იქნება გამოყენებული იტალიური ინგრედიენტები: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. პიცის ზომა საშუალო იქნება (დიამეტრი - 33 სმ) და ხუთივე პიცა 11.4 ლარი ეღირება, რაც ამ სახის პროდუქტისთვის დემოკრატიული ფასია.

თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიწყო. „ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42