თსსუ-ში ცნობილი ექიმის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდება
განათლება - 16:21, 24 Jan, 2019     2180
2019 წლის 25 იანვარს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება ცნობილი ექიმის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.


საიუბილეო საღამოს გახსნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელიც მიმოიხილავს პროფ. მარიამ გრიგალაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

საღამოს გაუძღვება თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია. ღონისძიების ბოლოს, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი, "ჰიგია" გამართავს სპექტაკლს - "სიკვდილი ღრუბლებში".

პროფესორი მარიამ გრიგალაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად, კათედრის დოცენტად, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანად, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგედ. პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის საერთო საექიმო სტაჟი 57, ხოლო პედაგოგიური - 36 წელია. მ.გრიგალაშვილი არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიისა და ერთი მეთოდური წერილის ავტორი.

ქალბატონი მარიამი აგრეთვე გახლავთ მეორე სამამულო ომის მონაწილე, დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით, მათ შორის "წითელი ვარსკვლავით" და " სამამულო ომის II ხარისხის ორდენით".

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროფ. მ.გრიგალაშვილი დაჯილდოებულ იქნა ღირსების ორდენით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42