"ფოტოებიდან სხვა ადამიანი მიყურებს" - როგორ დაიკლო ბაჩო ქაჯაიამ 50 კგ
სოც.მედია - 13:28, 24 Jan, 2019     7127
ყველას კარგად გვახსოვს ლაშა სერიალ "შუა ქალაქში"-დან, რომელიც განსაკუთრებული ბუნჩულა ფორმებით გამოირჩეოდა და რომლის როლსაც ბაჩო ქაჯაია ასრულებდა.
საზოგადოებრივ არხზე ახალი იუმორისტული გადაცემა იწყება რომლის წამყვანიც ბაჩო ქაჯაია იქნება. ბაჩო ქაჯაია, ეკრანს 50 კილოგრამით ნაკლები დაუბრუნდა. დიახ, როგორც "თბილისელებთან" საუბრობს, მან 50 კგ დაიკლო. "2007 წელს, „შუა ქალაქში“ რომ მივედი, არც ვიყავი ისეთი, როგორიც მერე ვახსოვარ მაყურებელს, იმ პერიოდში მოვიმატე. თუმცა, არც მანამდე ვყოფილვარ ასე გამხდარი. სანამ ჩავაბარებდი 110 კილო ვიყავი. კონსულტაციებზე რომ მივედი, მითხრეს, შანსი არაა, ვერ მიგიღებთო, 17 წლის ბიჭს რა უნდა გათამაშოთ, 110 კილო რომ ხარო. თუ არ გახდი, როგორ გავიგოთ ხარ თუ არა ნიჭიერიო, ერთი თვის მერე მივედი და ვერ მიცნეს, 11 კილო მქონდა დაკლებული.

- როგორი შეგრძნებაა ერთ დღესაც 50 კილოგრამით ნაკლები რომ იღვიძებ?
- ფოტოებზე აბსოლუტურად სხვა ადამიანი მიყურებს. რეალურად კი, არამხოლოდ ფიზიკურად, მენტალურადაც სხვა ადამიანი ხდები. პირველ რიგში, გონებასა და გულში იცვლება რაღაც და მერე ფიზიკურად.
როცა საწყისს და საბოლოო შედეგს შეადარებ, ხვდები, რამხელა რაღაც მოხდა და ამ დროს ღირებულებების გადაფასება ხდება. არ არის მარტივი, როცა ცხოვრების წესს მთლიანად იცვლი. ეს ძალიან უნდა გინდოდეს. ძალით დავიცავი „უგულავას დიეტა“, მაგრამ ის არ მომწონდა. ვცდილობ, რეჟიმით ვიკვებო, გემრიელობებზე უარის თქმა მიწევს, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც მაშინ. ვცდილობ, დავაბალანსო. ბევრი საერთოდ ვერ მცნობს.
წონის ცვლილება გადაცემისთვისაა თუ, უბრალოდ კარგი დამთხვევა?
- დაემთხვა. წონაში ადრეც დამიკლია, ამდენი არა, მაგრამ საკუთარი თავისთვის დამიმტკიცებია, რომ დაკლება შემიძლია. თუმცა, მაშინ შენარჩუნება არ მჭირდებოდა და ისევ მოვიმატე, ახლა ჩავთვალე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშველოვანია და დავიწყე სწორი კვებით. მერე შევაშველე ვარჯიში და თურმე ამან ისეთი ჩათრევა იცის, დამოკიდებული ხდები. საერთო ჯამში, ორწელიწადნახევარში 50 კილოგრამი დავიკელი. ჩემს ორგანიზმს ძალიან გაუხარდა და ტაშს მიკრავს.

წყარო: ჟურნალი "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42