ივანიშვილის ბიტკოინების ბიზნესი საფრთხეშია - რას წერს The New York Times
პოზიცია - 11:45, 24 Jan, 2019     4297

The New York Times საქართველოში ბიტკოინების ბიზნესს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის, Bitfury-ს შესახებაა საუბარი და ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეში იკვეთება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კვალიც:

„სამი წლის განმავლობაში, უფანჯრო შენობა ქალაქის გასასვლელთან მარაგდებოდა იმდენი ელექტროენერგიით, რასაც შეეძლო 50 ათასი სახლის უზრუნველყოფა. დღე და ღამე, საწყობი და ათობით სატვირთო კონტეინერი ქარიან ხეობაში გამოიმუშავებენ ბიტკოინებს, კრიპტოვალუტას, რომელმაც ვირტუალური ოქროს ციებ-ცხელება შექმნა პოსტსაბჭოთა საქართველოში.

BITFURY - კომპანია, რომელიც ბიტკოინების ტექნოლოგიითაა დაკავებული, აგროვებს მილიონობით დოლარის ღირებულების ციფრულ ფულს, რომელიც იყენებს ძალიან იაფფასიან ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც მუშაობს წყლებზე, კავკასიის ვულკანური მწვერვალებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია, ათასობით ქართველი ჩაერთო თამაშში და გაყიდეს მანქანები, ძროხებიც კი, რათა შეეძინათ ძლიერი კომპიუტერები ბიტკოინების მოსაპოვებლად.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხელი შეუწყო კომპანია Bitfury-ს განვითარებას, რომელიც იმ დროისათვის სან-ფრანცისკოში არსებობდა და მისი ბაზა 2015 წელს 10 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 1 დოლარად მიჰყიდა კომპანიას 45 აკრი მიწა, რათა გახსნილიყო მაღაზია. ხელისუფლება კომპანიაზე ელექტროენერგიას ღირებულების ნახევრად ჰყიდდა, შესაბამისად, შექმნა ზონები, რომლებიც გადასახადებისგან გათავისუფლდნენ, რათა ყურადღება მიეპყროთ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქვეყანამ იმდენად ბევრი ელექტროენერგია მოიხმარა, რომ მსოფლიო ბანკმა მას კრიპტოვალუტების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საიტი უწოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, აღნიშნული ექსპერიმენტი აუცილებლად შეეჩეხება სხვადასხვა პრობლემებს, რადგან ბიტკოინების ღირებულება იკლებს წარმოუდგენელი მომატების შემდეგ.

კომპანიების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ფულს კარგავს. როცა ბიტკოინების ფასი იმაზე დაბალია, ვიდრე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება, საქმეში ჩართვის მსურველების რაოდენობა კი დღითიდღე იკლებს. უდიდესმა ჩინურმა კრიპტო კომპანია Bitmain-მა ოფისი დახურა და გაათავისუფლა თანამშრომლები, გასულ კვირას BITFURY-მ, რომელიც ლონდონში 2018 წელს დარეგისტრირდა, გაავრცელა ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ კანადის საწარმოდან.

საქართველო კი ფსონს დებს საკუთარ ეკონომიკაზე, ბლოკჩეინების ტექნოლოგიის მიტყუებით, დაშიფრული საცავით, რომელიც კრიპტო-ტრანზაქციებზე დგას.

საქართველო ცდილობს, გაუსწროს მალტას, ბერმუდის კუნძულებსა და სხვა ქვეყნებს, რათა დომინანტი გახდეს ბლოკჩეინების განვითარების კუთხით.

არსებობს ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ოლიგარქი, იყო ციფრული ექსპერიმენტის ფარული ბენეფიციარი. მან BITFURY-ს მისი საინვესტიციო ფონდიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მისცა. როცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კიკვაძე, იყო მის საინვესტიციო ბორდში.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის წარმომადგენელმა ურუმაშილმა კი თქვა, რომ არავითარი კანონი დარღვეული არ ყოფილა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრედიტი დაფარულია.

ხელისუფლებამ საწარმოსთან ახლოს ელექტროსაწარმოც კი გახსნა, Bitfury-სთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად, რომელსაც ელექტროენერგიას საათში დაბალ ფასად, სულ რაღაც 5 ცენტად აწვდის“, - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42