ინტერპოლით ძებნილი "კურიერმა" იპოვა - რას ჰყვება ბრიტანელი ჯეკ შეპარდი (ვიდეო)
სამართალი - 21:13, 23 Jan, 2019     6304
ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი და ძებნაშია, ბოლო რამდენმე თვეა საქართველოში იმყოფება.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე ქართველ სამართალდამცავებს დღეს, სწორედ "კურიერის" კამერის წინ ჩაბარდა.

შეპარდი დეტალურად ყვება რა მოხდა სამი წლის წინ მის კუთვნილ იახტაზე.

"იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება და ჩემი სააპელაციო სარჩელი წარმატებით დასრულდება და ყველა ჩვენი ცხოვრებით გავაგრძელევთ ცხოვრებას"- აცხადებს ძებნილი.

"კურიერი" მსოფლიო მედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება. მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია უკვე სამი წელია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს, „კურიერმა“ ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა. მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი, რომელსაც მსოფლიო მედია, ბრიტანული სკოტლანდ იარდი, ინტერპოლი და ქართული პოლიცია ერთდროულად ეძებს, დღეს "კურიერმა" აღმოაჩინა.

შეპარდი ამბობს, რომ ბრიტანული სკოტლანდ იარდი მას იმ დანაშაულში ედავება რაც არ ჩაუდენია.

ჯერ შეპარდი მეგობარ გოგონასთან, 24 წლის შარლოტა ბრაუნთან ერთად, კატერით სეირნობდა. შარლოტა კატერის ამობრუნების დროს დაიღუპა. ჯეკი ჰყვება, რომ ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსია, თითქოს ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა არასწორია და ის საჭესთან საერთოდ არ მჯდარა.

ჯეკ შეპარდი ყვება, რომ ბრიტანულ პოლიციას ის, გოგონას მამის გავლენების გამო გაექცა, რომელიც ჩინოვნიკია და შეეძლო სასჯელაღსრულების სისტემაზე გავლენა მოეხდინა.

ქართულ სასამართლოში ბრიტანელი ბრალდებულის უფლებებს ქართველი ადვოკატები დაიცავენ. მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე შეეცდებიან გამოძიება დაარწმუნონ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და მათი დაცვის ქვეშ მყოფს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვის.

აღსანიშნავია, რომ ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ დამნაშავესთან ჟურნალისტმა ნინო ვარძელაშვილმა ჩაწერა.

BBC-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ არსებობს ჩანაწერები, რომ შეპარდი საქართველოს დედაქალაქშია და არანაირი საბუთი არ არსებობს, რომ მან ქვეყანა დატოვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით წერს daily mail-იც, გამოცემის ინფორმაციით, შეპარდის მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ მისი ქმარი საქართველოში 10 თვის წინ გაიქცა. ასევე გაირკვა რომ შეპარდი, საქართველოს დედაქალაქში 2018 წლის 21 მარტს Turkish Airlines-ის რეისით ჩამოფრინდა. მისი პასპორტი თბილისის აეროპორტში დილის 03:31 საათზე დაფიქსირდა. მას შემდეგ საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე, ამ პასპორტის გამოყენება არ მომხდარა, რაც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ის ისევ საქართველოში იმყოფება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების განცხადებით, ქართველ და ინგლისელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა, იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული პირის საქართველოში იდენტიფიცირება და შემდგომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

შემთხვევა, რომლის გამოც შეპარდს ბრიტანეთის პოლიცია ეძებს 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. შეპარდმა გოგონას დახმარება არ სცადა და შეცდომაში შეიყვანა სამაშველო სამსახურიც.

იხილეთ "რუსთავი 2"- ის სიუჟეტი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42