„საღამოს მომწერა, გმადლობთ ასეთი თავისუფლებისთვისო... წესიერი და თავაზიანი ჟურნალისტი იყო...“ - ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძეს იხსენებს
სოც.მედია - 14:52, 23 Jan, 2019     3009

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავია ახალგაზრდა კარგი კაცის წასვლა ამ სოფლიდან...

„იბერიაში“ პოლიტიკური გადაცემა მიჰყავდა:„ცენზურის გარეშე“.

მოსკოვიდან „პატრიოტების“ პირველი ვიზიტიდან ჩამოსვლისთანავე მთხოვა, ჩამერთეთო და ისეთი ტონით იყო ნათქვამი თან თხოვნით, თან გამომცდელად, რომ უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოსვლამდე გაგვაფრთხილეს, პრესკონფერენციამდე ინტერვიუებისაგან თავი შეიკავეთო.

ნიჭიერი ჟურნალისტი იყო ლევან ჩხაიძე, თხოვნის კილოში გაჟღერებული შეფარული აქცენტით დამითანხმა.

„იბერიაში“ მივედი, მომიახლივდა და:

- გავიაროთ კითხვებიო? - მკითხა უკვე ნაცნობი ტონით.

- პირდაპირ ეთერში გავიაროთ-მეთქი.

- მათამამებთო.

- უკვე ითამამე-მეთქი.

- ჩემი საქმე ეგ არისო,- გაიღიმა.

- ჰოდა, მივხედოთ სტუდიაში ჩვენ ჩვენს საქმეს-მეთქი, - ღიმილი დავუბრუნე...

საღამოს მომწერა, გმადლობთო, ჩასაფრებულის პოზიცია მივიღე და ყველაფერი გკითხეთ, რაც მაინტერესებდაო და ასეთი თავისუფლებისთვის, გმადლიბთო...

წესიერი და თავაზიანი ჟურნალისტი იყო ლევან ჩხაიძე.

აი, ამ ერთ პატარა მოგონებაში რამდენი ეპითეტი დაგროვდა ბუნებრივად: კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი, წესიერი, თავაზიანი...

კიდევ რამდენი სხვა მოგონებებში დაგროვდება...

საწყენია, ძალიან საწყენია ასეთი კაცის ასე ადრე წასვლა ისედაც წუთისოფლიდან.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42