ბილაინი თავის აბონენტებს ახალ მომსახურებას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:48, 23 Jan, 2019     3630

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline-ი კიდევ უფრო მოქნილი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებელს აპლიკაციით, თითის ერთი დაჭერით შეუძლია თანხის გადარიცხვა ბილაინის სხვა მომხმარებელთან. საკუთარი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის მომხმარებელს აღარ სჭირდება ე.წ. USSD კოდის დამახსოვრება. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ბილაინის ნებისმიერ მომხმარებელს როგორც საქართველოში, ისე როუმინგის დაფარვის ზონაში.

2018 წლის განმავლობაში MyBeeline აპლიკაციის განახლება რამდენჯერმე მოხდა და ის მეტად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. აპლიკაცია უკვე არჩევს ფიზიკურ პირსა და კორპორაციულ კლიენტს და უკანასკნელს განსხვავებულ ინტერფეისს აჩვენებს, სადაც მომხმარებელი ხედავს თავისი კორპორაციული ტარიფის ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა პაკეტსა და მომსახურებას. აპლიკაციის განახლების შედეგად ბილაინის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ: მიიღონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პერსონალური შეთავაზებები, როგორებიცაა ბონუსი ბალანსის შევსებაზე, ფასდაკლება და ბონუსი ინტერნეტპაკეტის აქტივაციაზე, ან სპეციალური სატარიფო გეგმა და სხვა.

MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას და შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურებების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და, სურვილის შემთხვევაში, საბანკო ბარათის მონაცემებიც შეინახოს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ისე Windows Mobile -ზე.

MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ მისამართს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42