"ყველაზე ვერაგ ავადმყოფობასთან მომიწია ომში ყოფნა... მოვიგე ეს ომი!...აუცილებლად გავიღვიძებ..."
სოც.მედია - 12:12, 23 Jan, 2019     6656
32 წლის მარიამ სირბილაძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც მარიამი წერს, მან ავადმყოფობას ომი გამოუცხადა და დანებებას არ აპირებს. მარიამის პოსტებს სოციალურ ქსელში აქტიურად ეცნობიან და მხარდაჭერას უცხადებენ. თავად მარიამი კი უკვე იქცა სიმსივნით დაავადებული ადამიანების სტიმულად, რომ დაავადებასთან ბრძოლა მათაც გააგრძელონ და არ დანებდნენ:


„ეს ფოტო ხომ გახსოვთ?

19 ივლისია, ბიოფსიის პასუხის დღე. ის დღე, კიბო ოფიციალურად რომ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა!

საკუთარი თმა მაქვს და ჩემი საყვარელი ვარცხნილობა. ეს ფოტო ლაბორატორიის ლიფტში გადავიღე. მარცხენა ხელში განაჩენი მიჭირავს (არ ჩანს). ვიღიმი...

საკუთარ თავს ვგავარ, მე ვარ, ნამდვილი მე და მიყვარს ყველა ფოტო, მანამდე გადაღებული, სანამ ბრძოლის ველზე, კიბომ რომ ვერაფერი მომიხერხა, ჩემი იდენტობის ჩამოშლა არ დაიწყო.

მოვიმატე 33 კილო, აქედან 25 სითხის სახით ბოლო თვეში, ნოემბრიდან დეკემბრამდე მოვაგროვე და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა უბედურებაც ვატარე მხრებით ეს 6 თვე.

დასრულდა ჩემი და სარკეს ურთიერთობა. ერთ ღამეში დავკარგე ყველა წამწამი და წარბი. მერე თმამ დაიწყო ცვენა. გადავიპარსე. ისე რომ ის 10 წუთი, მხოლოდ ერთხელ გავუსწორე თვალი სარკეს, რამდენიმე წამით და მივხვდი, რომ დედამიწაზე არსებულ ყველაზე ვერაგ ავადმყოფობასთან მომიწია ომში ყოფნა.

მოვიგე ეს ომი! 102 დღე და 4 საათი მოვანდომე. პროფილაქტიკისთვის დამატებით პაკლიტაქსელის ორი ციკლი დავიმატე და დღეს, ჩემს პროფესორთან და სხვა ექიმებთან ერთად მომავალი დავგეგმე. ყველაზე დიდ რისკებთან დაკავშირებულ ოპერაციას დავთანხმდი. ყველა საშიშროება გავითავისე და ხელი მოვაწერე.

13-16 საათი ანესთეზიის ქვეშ ვიქნები. ორი ოპერაცია ერთად გაკეთდება.

აბდომინოპლასტიკა და მამოპლასტიკა. პრევენციისთვის მოვიშორებთ სარძევე ჯირკვლებს, მეტი ბუნებრივობისთვის და სილამაზისთვის ,ცარიელი ადგილები მუცლის ცხიმით შეივსება, რის გამოდაც მოხდება მუცლის პლასტიკაც და ეს ძალიან მახარებს. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვაჯერებ საკუთარ სხეულს რომ ყველაფერი კარგად იქნება. რომ აუცილებლად გავიღვიძებ და შემეძლება თქვენთან ლაპარაკი. იმიტომ, რომ დათას დავპირდი დედა ავად აღარ გახდებოდა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს მივეცი იმედი, იმიტომ რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტები წინ მელოდება.

კიდევ იმიტომ რომ დღეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ყველაფერი თავიდან დავიწყე ფაქტიურად.

არეული ვწერ, იმიტომ რომ ემოცია ისე დიდია, ვერ, ვერ ვწყნარდები. არადა ყველაფერი შეგვიძლია, ღმერთად ყოფნა შეგვიძლია, რეალურად ამიტომ გავჩნდით რომ მას დავმსგავსებოდით.

მიყვარხართ“... - წერს მარიამ ი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42