„სად ჩვენ და სად - ქრისტეს სარწმუნოება... მოვეშვათ ზღაპრებს“ - მამა პეტრე
სოც.მედია - 11:52, 23 Jan, 2019     11688
მამა პეტრე (კოლხი) სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ღმერთი არასდროს არჩევს ადამიანს ეროვნული ნიშნით. ის ყველას მიმართ თანაბრად სამართლიანია. სარწმუნოებას ეროვნულობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ასე რომ იყოს, მსოფლიოს ხალხთა შორის, ქრისტესთან ყველაზე ახლოს ებრაელები უნდა იდგნენ, რადგან მათ წიაღში იშვა...

ხშირად ვტრაბახობთ ,,რჩეული ერის" სტატუსით... ეს კი არასწორი, მეტიც, შეცდომაა...

საქართველოში ქრისტესთვის პირველი წამებული სპარსი რაჟდენი იყო... ვინაიდან რაჯდენი სპარსი იყო, მთელი სპარსეთი რჩეულია?! არა!.. ეს რაჯდენმა შეძლო... მისი თავისუფალი ნება იყო, ქრისტეს სიყვარულისთვის შეეწირა თავი...

ის, რომ ქართველი ერი დასაბამიდან მართლმადიდებელი ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, მარტო ეს არის საკმარისი... პირიქით, თუ რჩეულობის ამბიცია გვაქვს, იმის ამბიციაც უნდა გვქონდეს, რომ არა გარეგნული ნიშნებით - ტაძრების და მონასტრების შენებით და სანთლების აბრიალებით, არამედ შინაგანად უნდა მივბაძოთ ქრისტეს...

შიგნით კი, სიძულვილი, შური, ბოღმა, მკვლელობა, სადიზმი მეფობს...

დილით, ერთ-ერთ ტაძართან ახლოს ჩავიარე, ქვებით ჩაქოლილი ძაღლი ეგდო... ცრემლი მომერია, ძაღლს არა, ჩვენს გულისამრევ ილუზიას დავსტიროდი ,,რჩეული ერის" სახელით...

იტალიაში ქართველი ხელოვანი, ისევ ქართველისგან წამებით მოკლული რჩეული ერის მახასიათებელი ნიშანია?! ან კიდევ, ის პატარა ბავშვი, რომელიც მშობლებს ცემაში შემოაკვდათ...

საქართველოში მართლმადიდებლობა მხოლოდ სტატუსია... მისგან ჩვენში თითქოს აღარაფერი დარჩა... ისე, როგორც ძველი რომიდან, ძველი ბაბილონიდან!..

მოვეშვათ ზღაპრებს და რეალობას პირისპირ შევხედოთ - სად ჩვენ და სად - ქრისტეს სარწმუნოება?!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42