თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. პროცესის დაწყებამდე თბილისის მერმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„საქმე იგივეა, ჯერჯერობით ახალი არაფერი დაუმატებიათ. საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის“ ეპიზოდს, სადაც მთავარი ჯოკერი მოწმე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ჯოზეფ ქეია. მე ერთ დეტალს დავამატებ, ეს პროცესი მანამდე არ იქნება საინტერესო, სანამ ქეი არ გამოცხადდება სასამართლოზე. ბუნებრივია პროკურატურა ყველანაირად ეცდება, რომ ქეის გამოცხადება სასამართლოზე გაწელოს. პროკურატურა ამ შემთხვევაში ქეისთან შეთანხმებულად მოქმედებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება თბილისის მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებით ედავება, რაც სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ასევე საქმეში ფიგურირებს 764 პარტიული აქტივისტის დასაქმება. გამოძიების თქმით, 764 ადამიანი გამოყენებული იქნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






