ევროპარლამენტარების კრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებს - "ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს, თუ არ დააძალეს"
პოზიცია - 15:29, 22 Jan, 2019     1417
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებას არ აპირებს, თუ ეს საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აიძულა.

ექსპერტი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ევროსაბჭოს დეპუტატების მიერ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მკვეთრად უარყოფითი შეფასება საქართველოს სახელმწიფოსთვის კარგია, თუმცა მსგავსი შეფასებები მმართველი ხელისუფლებისთვის მკვეთრად უარყოფითია.

ამასთან ხარშილაძის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე არავის სჯერა „ქართული ოცნების“ განცხადებების, რომ მათ საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკა მიიღეს, გაიზიარეს და გაკვეთილები ისწავლეს.

"ჩუგოშვილის განცხადება ვნახეთ, რომელმაც თქვა, რომ ძირითადად ყველაფერი კარგად იყო, პატარა შეცდომები იყო, მაგრამ ჩვენ გაკვეთილები ვისწავლეთო. თუმცა რა ისწავლეს, ეს არის საკითხავი. არჩევნების შემდეგ უფრო დაიწყო პოლიტიკური დევნა, ის ამბები, რაც პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მოხდა. ამასთან, ერთად ქალბატონი ჟვანია დატოვეს ცესკოს თავმჯდომარედ. ასე რომ, არავინ დაიჯერებს, რომ ამათმა რამე ისწავლეს.

ხელისუფლების მცდელობა, არჩევნები სამართლიანად და კონკურენტუნარიანად შეფასდეს, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ არავითარი ცვლილებების განხორციელება არ სურთ, თუ რა თქმა უნდა, ძალიან არ დააძალეს.

ჩემი აზრით, რაც ხდება ქართული სახელმწიფოსთვის პოზიტიურია, ხოლო "ქართული ოცნებისთვის" მკვეთრად ნეგატიურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობამ აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, შეცვალოს არამხოლოდ საარჩევნო კოდექსი და სისტემა, არამედ საერთოდ არჩევნებისადმი მიდგომა. საქართველოში აღარ უნდა იყოს აღქმა, რომ არჩევნები ეს არის საკუთარ ჯიბეზე მიბმული სისტემა.

საბოლოო ჯამში, რა პატარა დათმობებზე არ უნდა წავიდეს ხელისუფლება, თუ მთლიანად სისტემა არ შეიცვალა, ამას დიდი ეფექტი ქვეყნის განვითარებაზე არ ექნება"- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ცნობისთვის, სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ევროსაბჭოს დეპუტატებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

უცხოელმა მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების განულების პროგრამასა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე ღიად ისაუბრეს.

ევროსაბჭოს დეპუტატები სვამენ კითხვას - ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42