როგორც ცნობილია შსს-მ პროკურატურას გუშინ მიმართა და იმ პირების სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვა, რომლებმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. მათ შორის არის თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ნაცემი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.
მოგვიანებთ კი მედიაში სკანდალური ვიდეო გამოქვეყნდდა. კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






