სახლი, სადაც "იმერული ესკიზებია" გადაღებული 30 წელია დეიდაჩემს ეკუთვნის... მე ნამდვილად ვარ გაზრდილი იმ ეზოში და სახლში, თუმცა ბახტაძე ჩვენ თვალით არ გვინახავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს უფლებადამცველი ზვიად კუპრავა, რომელიც მამუკა ბახტაძეს "პრიმიტიულ მატყუარას" უწდებს.
ცნობისათვის, აღნიშნულ სახლთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გვერდზე გამოქვეყნდა, ბახტაძე წერდა, რომ სწორედ ამ სახლთან იყო დაკავშირებული მისი ბავშვობა.
"პრემიერი ბახტაძე ისე მიდის თანამდებობიდან, არაფერი დამიწერია და მითქვამს მასზე, მნიშვნელოვანი. არაფერი იმიტომ, რომ არაფერი იყო და შესაბამისად არაფერი ტოვებს პრემიერ მინისტრის პოსტს.
მაგრამ, ეხლა გადავწყვიტე (მემგონი პირველი და უკანასკნელი) პოსტი მივუძღვნა მას
გახსოვთ ალბათ, პრემიერ მინისტრად დანიშვნის პერიოდში ბახტაძე, რომელიც თავის თავს პოზიტიური ელემენტებით ახასიათებდა, იმედის ეთერში განაცხადა, რომ ის გაიზარდა იმ ეზოში, სადაც ცნობილი ქართული კომედია ,,იმერული ესკიზები“ არის გადაღებული და ყოველ წელს ცდილობს ზაფხულობით ჩავიდეს და მიიღოს სულიერი სიამოვნება ამაში სათაკილო და დასაძრახი განა რა უნდა იყოს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება...
სახლი, სადაც ,,იმერული ესკიზები“ არის გადაღებული არ ეკუთვნის და არც არასოდეს ეკუთვნოდა მამუკა ბახტაძეს ან მის ოჯახს.
ფილმი გადაღებულია სოფ. დიდ ჯიხაიშში.
აღნიშნული სახლი (უკვე 6 წელია დანგრეულია) და ეზო, 30 წელია ეკუთვნის დეიდაჩემს და მის ოჯახს, ჩემს დეიდაშვილს ზურაბ ლეჟავას.
პრემიერის რა გითხრათ და მე ნამდვილად ვარ გაზრდილი იმ სახლში და ეზოში, თუმცა ბახტაძე მაშინ ჩვენ, ბავშვებს არასოდეს თვალით არ გვინახავს))
პრემიერი ბახტაძე არის პრიმიტიული მატყუარა
პ.ს. ჟურნალისტებს ვისაც გაინტერესებთ თემა, შემიძლია კონტაქტები მოგაწოდოთ" - წერს ზვიად კუპრავა.
მასალის გამოყენების პირობები






