ახალი ალკოტესტი, სხვაობა ძველთან შედარებით, რადარები და ჯარიმების ოდენობა
საზოგადოება - 22:34, 17 Sep, 2013     20253

პარლამენტმა უკვე დაიწყო შსს-ს მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილება რამდენიმე კანონდარღვევაზე საჯარიმო სანქციების შემცირებას და ნასვამობაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა კი ამიერიდან ახალი აპარატით შემოწმდება, რომლის ცდომილებაც მინიმალურია.

„კურიერმა“ ახალი ალკოტესტის ტესტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა. ძველი და ახალი ალკოტესტები ერთმანეთისგან ხარისხითაც განსხვავდება. ის აპარატები, რომლებიც პატრულის თანამშრომლებს რამდენიმე დღის წინ დაურიგდათ, გაცილებით უფრო ზუსტია და ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობის პროცენტულობას განსაზღვრავს. აღმოჩნდა, რომ უკვე მოძველებული აპარატურა არასწორი ჩვენების გამო, მოქალაქეების პრეტენზიის საგანი არაერთხელ გამხდარა. ნასვამობას ალკოტესტი მაშინაც აჩვენებდა, თუ აპარატში თამბაქოს კვამლი მოხვდებოდა. 

არასწორი ჩვენების მიზეზი, შესაძლოა, ნაბახუსევზე ყოფნა, საღეჭი რეზინი ან მძაფრი სუნის საკვებიც კი გამხდარიყო. „კურიერის“ ექსპერიმენტში მონაწილე მძღოლი ორივე აპარატის გამოცდას დათანხმდა. ძველი ალკოტესტის პასუხზე გავლენა თამბაქოს კვამლმა მოახდინა და ნასვამობა აჩვენა. 

ახალ ალკოტესტზე ცდამ კი თამბაქოს კვამლითაც და მის გარეშეც აჩვენა, რომ მძღოლი ნასვამი არ იყო. ,,0,200 ქვევით არ ჯარიმდება და ითვლება ფხიზელ მძღოლად და 0,201 დან ზევით შემდგომ უკვე ნასვამად ითვლება და ჩვეულებრივად ჯარიმდება, როგორც ნასვამი მძღოლი“, - ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

თანამშრომელი ახალ აპარატში მონაცემების შეყვანის შემდეგ მძღოლს ადგილზე საბუთს აძლევს. დამატებითი ექპერტიზის ჩატარების აუცილებლობა ამის შემდეგ არ არსებობს. „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ამ ალკოტესტის შედეგი ერთსა და იმავე შედეგს აჩვენებს“, - ამბობს პოლიციელი. 

სიახლე არა მხოლოდ ალკოჰოლის განსაზღვრას ეხება. ცალკეულ შემთხვევებში ძალოვანი უწყება კანონის გამკაცრებას ითხოვს. მძღოლს მართვის უფლება ნასვამობის პირველივე შემთხვევაზე ჩამოერთმევა, ნაწილ შემთხვევაში კი დაგეგმილია ჯარიმების განახევრება. 

100-დან 50-ლარამდე მცირდება ჯარიმა ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის. საუბარია სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული სასჯელის შეცვლაზეც. ამ დარღვევას კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული რადარებიც დააფიქსირებენ. თბილისში შერჩეული 27 ადგილიდან რადარი უკვე დამონტაჟდა 12-ზე. 

თითოეული რადარის სიახლოვეს სიჩქარის შეზღუდვის მაჩვენებელი საგზაო ნიშნებიც დაიდგა. ლევან მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: „იმ ადგილებზე, სადაც ჩვენ დავამონტაჟეთ ის რადარები, შარშან გვქონდა 22 ავტოსაგზაო შემთხვევა სიკვდილიანობით. წელს, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი შემთხვევა“.

რადარისა და კამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევის შემდეგ, მძღოლს საჯარიმო ქვითარი რეგისტრირებულ მისამართზე მისდის. თუმცა მანამდე დამრღვევი, ინფორმაციას ჯარიმების შესახებ მობილურზე ტექსტური შეტყობინებითაც იღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42