სამედიცინო დაწესებულებების მისამართები, სადაც წითელას ვაქცინაცია უფასოდ ტარდება
ჯანმრთელობა - 11:13, 19 Jan, 2019     5016
წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, წითელას ვაქციანაციაზე ყველა პირის დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასოა.


აცრას დაქვემდებარებული პირები:

•1 წლიდან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები - იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;

•19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;

• წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ოჯახის წევრები და სხვა ორგანიზებული კონტაქტები - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;

• სამედიცინო პერსონალი - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, დადგენილი წესის შესაბამისად.

• საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტი - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, აცრის სტატუსის მიუხედავად;

• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოთავსებული პირები და მომუშავე პერსონალი - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, აცრის სტატუსის მიუხედავად;

• სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებლებში დასაქმებული პირები - წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, აცრის სტატუსის მიუხედავად;

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წითელას არაგეგმიურ აცრას ზემოაღნიშნული პრინციპით, ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად.

არაგეგმიური აცრების წარმოება

•არაგეგმიური აცრის მომსახურება ბენეფიციარებისათვის არის უფასო და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამ მომსახურების მიღება უფასოდ, შესაძლებელია გეგმიური იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა არის თუ არა ბენეფიციარი რეგისტრირებული შესაბამის დაწესებულებაში გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმღებად;

•არაგეგმიური აცრის მომსახურება ასევე უფასოა კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული ბენეფიციარებისათვის და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამ ბენეფიციარებს მომსახურების მიღება უფასოდ, შეუძლიათ გეგმიური იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებებში;

• იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აცრის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს თითოეული აცრისთვის, რაც მოიცავს აცრას და ექიმის კონსულტაციას, აუნაზღაურდებათ ერთი ლარი, ცენტრში დამტკიცებული ფორმით ანგარიშის წარდგენის საფუძველზე;

•არაგეგმიური აცრებისათვის სამედიცინო დაწესებულებების ვაქცინებით მომარაგება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ და ბენეფიციარებისთის არის უფასო;

• აცრა წარმოებს ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის სამკომპონენტიანი წწყ ვაქცინებით, რომლებიც წარმოებულია ბელგიაში და აშშ-ში, კომპანიების გლაქსო სმიტკლაინისა და მერკის მიერ.

წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში

დამატებით დაწესებულებები სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვაქცინაცია:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42