"ყველა ცუდი საქციელით საკუთარ გვარს, გენს, შთამომავლობს უტოვებთ ძალიან სერიოზულ, დაბინძურებულ ენერგეტიკას"
სოც.მედია - 20:24, 18 Jan, 2019     2554

სოციალურ ქსელში ასტროლოგი სოფია ბზეკალავა საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"გუშინ ჩემი პატარა ძმისშვილი მეკითხებოდა, ბოროტი ადამიანები რატომ იბადებიანო. ვუპასუხე, რომ არც ერთი ადამიანი არ არის დაბადებიდანვე ბოროტი, ცუდი, ხარბი ან შურიანი. ყველაფერს ჩვენი ბავშვობის ტრავმები განაპირობებს, მაგრამ ამ ყველაფრის ფესვები კიდევ უფრო ადრე - წინა ინკარნაციაშია მოსაძებნი. ასტროლოგია სულის მოგზაურობის ე.წ "ინკარნაციის" პრინციპს აღიარებს. ამ თეორიის მიხედვით ადამიანის სული გადის გარკვეულ, ევლუციურ გზას რათა ყოველ ჯერზე, ახალი სხეულით და მოცემულობებით, ხელახალი დაბადების მეშვეობით გამოიყენოს ის რესურსი რაც კოსმოსმა უბოძა და დაამუშაოს ის ნეგატივი/ნაკლოვანებები (თუნდაც ცოდვები) რომელიც მან წინა ინკარნაციაში დააგროვა. ინკარნაციის თემა, ზოგადად ძალიან რთული, ჩახლართული და საინტერესო კანონზომიერებაზე დამყარებული თემაა. ამიტომ ასე მარტივად ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ. რატომ ვწერ ამას? იმიტომ რომ მე ღრმად მწამს ადამიანში არსებული ღმერთის და ადამიანობის! ვთვლი, რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ, არსებობენ უბედური, საკუთარი თავით და შედეგად ამისა ცხოვრებით უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და გულნატკენი ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფებთან დამოკიდებულებაში აგრესიულად იქცევიან როგორც დაჭრილი ცხოველია არაადექვატურად აგრესიული, იმიტომ რომ ის უპირველეს ყოვლისა საკუთარი ჭრილობებითაა გაწამებული და მისთვის რთულია იყოს კეთილი ან კარგი. ამიტომაც არ განვიკითხავ შურიან, აგრესიულ, უტაქტო ადამიანებს. უბრალოდ ვერიდები მათ. იმიტომ რომ კომპლექსები და ტანჯულის/მსხვერპლის როლი, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ზოგიერთი ადამიანისთვის კომფორტის ზონაა, ისე რომ იგი ვერც კი იაზრებს ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მან სხვა კომფორტი არ იცის, წარმატება და წარმატებული ადამიანები კი აშინებს ან აღიზიანებს, ისინი ხომ მისგან განსხვავებულები არიან. უბრალოდ აქ, ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდება ყველას ვინც ცდილობს ლაფი და ტალახი ესროლოს წარმატებულ ან უბრალოდ ცხოვრებით კმაყოფილ, პოზიტიურ ადამიანს. სამყარო ბუმერანგულია, ინკარნაციის პრინციპზე დაფუძნებული და კანონზომიერი გჯერავთ თქვენ ამის თუ არა. შესაბამისად ნებისმიერი ქმედება, აზრი თუ ჩანაფიქრი სხვების მიმართ აგრესიით და ნეგატივით გაჯერებული, აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან თუ ახლა არა, მომდევნო ინკარნაციაში მაინც. პლუს ამას, ყველა ცუდი საქციელით საკუთარ გვარს, გენს, შთამომავლობს უტოვებთ ძალიან სერიოზულ, დაბინძურებულ ენერგეტიკას და რთულად გასაკვალავ გზას რომელსაც ვერანაირი მატერიალური კომფორტი მათთვის დღესდღეობით შექმნილი ვერ დაარეგულირებს მომავალში. მოკლედ, კარგი იქნება გახსოვდეთ რომ მარტო არ ხართ, სამყარო კანონზიმიერია და ის არის სარკე რომელიც ზუტსად გაჩვენებთ სად არის თქვენი სუსტი წერტილი. რა გეშლებათ, რას აკეთებთ არასწორად დღევანდელ მოცემულობაში. შესაბამისად, მანამ სანამ ვინმესთვის ტალახის სროლას დაიწყებთ, ჯერ საკუთარ სრულყოფილებაში დარწმუნდით და იცოდეთ - მას ამით ბევრი არაფერი დააკლდება, აი თქვენ კი უდავოდ იმძიმებთ კარმას და ამძიმებთ საკუთარ შთამომავლობას თქვენი საქციელით, რაც აუცილებლად დახვდება წინ არა ერთ არამედ მრავალ თაობას მომავალში" - წერს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42