ანტივაქცინაციური მოძრაობა მსოფლიოს 10 ყველაზე დიდ საფრთხეს შორისაა - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
ჯანმრთელობა - 14:10, 18 Jan, 2019     1890

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) დედამიწის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის 2019 წლის ათი ყველაზე დიდი საფრთხე დაასახელა. მათ შორის არის ანტივაქცინაციური მოძრაობა, რომელმაც ბოლო ათწლეულში მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადეს, 2000 წლის შემდეგ გაოთხმაგდა.

ვაქცინაცია მრავალი სახიფათო დაავადების თავიდან არიდების ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდია. WHO-ს გამოთვლებით, ვაქცინების არარსებობის შემთხვევაში მსოფლიოში ყოველწლიურად დამატებით 2-3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპებოდა.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა მიზეზით ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ამის მიზეზი არის ცრუწრმენები, ათასგვარი ჭორი და სხვა სახის დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რის შედეგადაც მოსახლეობის ნაწილს სახიფათო დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ უყალიბდება. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილი არ არის, ამ დროს საზოგადოებაში დაავადების გავრცელებისა და ეპიდემიების გაჩენის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს.

WHO დაბეჯითებით მოუწოდებს ადამიანებს, რომ აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინაცია, რათა არც თავად გახდნენ სხვადასხვა სახფათო ვირუსის მსხვერპლი და ამასთან, დაეხმარონ იმ ადამიანებსაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვაქცინის გაკეთბა არ შეუძლია.

გთავაზობთ WHO-ს მიერ დასახელებულ დანარჩენი საფრთხეების ჩამონათვალს:

არაინფექციური დაავადებები

ისეთი დაავადებები, რომელთა პირდაპირ გადადებაც ადამიანებს შორის არ ხდება, მაგალითად, დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, მსოფლიოში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა. 70%, ანუ 41 მილიონი ადამიანი სწორედ ამ დაავადებებით იღუპება 30-და 69 წლის ასაკში.

გრიპის გლობალური პანდემია

გრიპის მორიგი გლობალური პანდემია კაცობრიობას თავს შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეს, თანაც დღემდე უცნობი ნაერსახეობით. ამიტომაც ნსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსოფლიოს 114 ქვეყნის 150 სხვადასხვა ინსტიტუტთან მუდმივად თანამშრომლობს, რათა გრიპის ვირუსის ახალი შტამების აღმოჩენა, შესწავლა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები

მსოფლიო მოსახლეობის 22%-ს - 1,6 მილიარდ ადამიანს, სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე წვდომა არ აქვს. ამის მიზეზი არის სიღარიბე, გვალვა, შიმშილი, კლიმატური კატასტროფები, შეიარაღებული კონფლიქტები, ხოლო ხელმიუწვდომელი სამედიცინო დახმარება მათ უდიდესი რისკის წინაშე აყენებს.

ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მდგრადობა

პათოგენებს აქვთ უნარი, წინააღმდეგობა გაუწიონ მედიკამენტებს, რომლებიც ერთ დროს მათ წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა, რაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ერთ დღესაც ჩვენ შესაძლოა უამრავი ინფექციის განკურნება ვეღარ შევძლოთ.

ებოლა და სხვა მაღალი რისკის პათოგენები

ებოლას და სხვა მსგავს მაღალი საფრთხის შემცველ პათოგენებს ეპიდემიის გამოწვევის უნარი აქვთ, ასეთი ვირუსების რიგში შედის ზიკას ვირუსიც. შარშან კონგოში ებოლას ორმა აფეთქებამ 400 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კიდევ რამდენიმე რეგიონი, სადაც აქტიური კონფლიქტები მიმდინარეობს საფრთხის ზონაშია.

პირველადი ჯანდაცვის დაბალი ხარისხი

მრავალ ქვეყანაში პირველადი სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა. ჯანმრთელობის პრობლემის შექმნისას ადამიანი ჯერ ოჯახის ექიმთან მიდის, რომელიც დაავადების პირველად შეფასებას ახდენს, შემდეგ კი ხდება მისი შესაბამისი გადამისამართება. სამწუხაროდ, ბევრგან ჯანდაცვის სისტემის ეს უმნიშვნელოვანესი რგოლი დაბალი ხარისხისაა, გამართულად არ მუშაობს და ადამიანებს ერთმევათ საშუალება დაავადება ჩანასახშივე დაამარცხონ და შემდგომი, ხშირად ლეტალური გართულებები თავიდან აიცილონ.

დენგეს ცხელებ

ყოველწლიურად დენგეს ცხელებით 390 მილიონი ადამიანი ავადდება და მსოფლიოს მოსახლეობის 40% ვირუსის რისკის ზონაში ცხოვრობს. დენგეს ვირუსის მთავარი გამავრცელებლები კოღოები არიან. დენგეს ვირუსის სიმპტომები გრიპისას ჰგავს. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისას სიკვდილიანობის რისკი ერთ პროცენტზე უფრო დაბალია, დაგვიანებული მკურნალობისას ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იმატებს.

შიდსი

ბოლო ათწლეულში კაცობრიობამ შიდსთან ბრძოლის საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა ყოველწლიურად მის გამო მილიონობით ადამიანი მაინც იღუპება. სავარაუდოდ, მსოფლიოში შიდსით დაავადებული 37 მილიონი ადამიანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42