ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
„იგივეს დავწერ, რაც ქობულეთის სასტუმროში ბავშვების დაწვის, ბათუმის სასტუმროს ტრაგედიის, მეტროში ჭერის ჩამოვარდნის, ფასადიდან მინაბლოკით ბავშვის დაღუპვის მერე დავწერე - სულისშემძვრელი ფოტოების გაზიარებით, ან განტევების ვაცის ძებნით კი არა, რეალური მიზეზების და პრევენციით უნდა დავკავდეთ - მედიაც და მისი მომხმარებლებიც. დარწმუნებილი ვარ, ყველა ჩვენგანი აქაც, ფეისბუკზე წყევლა-კრულვითა და ტრაგიკული ფოტოებით გაჯერებულ პოსტებში რაიმე რაციონალური რჩევის და პრევენციული ინფორმაციის პოვნას ვცდილობთ - სამწუხაროდ, უშედეგოდ. არადა გაზი ყველას გვაქვს ბინაში... მე არ ვარ გაზგაყვანილობის სპეციალისტი. ვინმე - მთავრობა, მედია, მოქალაქე... რამე რაციონალურს დაწერს თუ როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა - ასე ვიდგეთ სიკვდილის რიგში გამწკრივებულები“- წერს დაჩი გრძელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






