ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სოც.მედია - 19:42, 17 Sep, 2013     3098

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტები ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე ერთობლივ განცხადებას „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებენ და საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ემზარ გოგუაძეს მიმართავენ, უზრუნველყოს მათი შეხვედრა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ამ ჟურნალისტების გადაცემებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო.

განცხადების ბოლოს ნათქვამია ასევე, რომ ხვალ, 15 საათზე, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე ბრიფინგს გამართავენ.

„ნიუპოსტი“ ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას გთავაზობთ:

"ბატონო ემზარ, მოგმართავთ, რათა სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, პარასკევს, 20 სექტემბერს, უზრუნველყოთ ჩვენი დასწრება და შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამაზ ტყემალაძესთან. აღნიშნული მოთხოვნა განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ჩვენს გადაცემებთან („აქცენტები“ და „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“) დაკავშირებული გაურკვევლობა რამდენიმე კვირაა გრძელდება. 

მაუწყებლის ხელმძღვანელობა პერიოდულად, სხვადასხვა მედია საშუალებასთან საუბრისას ავრცელებს ინფორმაციას ხსენებული ორი გადაცემის შესახებ და ამავე დროს არ გვხვდება გადაცემის ავტორებს სამომავლო განზრახვებზე, შეთავაზებებსა თუ გადაწყვეტილებებზე სალაპარაკოდ. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე მიუკერძებლად ვერ შეძლებენ გადაცემათა წაყვანას და ამ მიდგომას საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას ჩვენი გადაცემების დახურვის შესახებ.

გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჩვენს შეხვედრას, რათა საჯაროდ წარმოჩინდეს ის არგუმენტები და შეკითხვები, რაც ჩვენ გვაქვს ბატონ ტყემალაძესთან. პატივისცემით, ეკა კვესიტაძე, დავით პაიჭაძე 17 სექტემბერი, 2013.წ. ეს უკვე საბჭოსადმი მიმართვაში არ შედის, მაგრამ გატყობინებთ: ხვალ, 15 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძე და მე ვმართავთ ბრიფინგს ამ თემაზე",-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42