გიორგი კეკელიძე დიდი დიღმის ტრაგედიაზე - "ასეთი საშინელი ამბები სწორედ წაყრუების შედეგად მოდის... სიკვდილს ვერავინ უშველის, მაგრამ ხომ შეიძლება ნაკლები წაყრუებით ცოტა გადავავადოთ"
სოც.მედია - 11:13, 17 Jan, 2019     1814
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:


„–16 იანვრის ტრაგედიის გამო და არამარტო–

არის ასეთი ქართული სიტყვა – წაყრუება. ყველას გახსოვთ და ყველას წაგვიყრუებია. ძალიან ზუსტი და ჩვენებურია ეს სიტყვა.

ადამიანი კი ამგვარადაა მოწყობილი – რაც პირადად გადახდება, უფრო ცხადად და იოლად აღიქვამს. მეც არაერთხელ წამიყრუებია. ზოგჯერ ისე, რომ დღემდე მტანჯავს და სამუდამოდ გამყვება. როცა დედაჩემმა მითხრა, რომ მამა ძალიან შეუძლოდ დაბრუნდა სოფლიდან, ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივ, აჭარბებდა და იმ დღეს წავუყრუე. შეიძლება საკუთარ თავს ვატყუებდი და ვიმშვიდდები. არ ვიცი. სულ მგონია, რომ იმ ერთი დღის არგამოტოვებას შეეძლო გადარჩენა ან მერე რაღაცის სხვანაირად წარმართვას. რაც უნდა საწინააღმდეგო მიმტკიცოს მედიცინამ და გამოცდილებამ, რაც უნდა არგუმენტები მომაშვლოს გონებამ – ასე მგონია. ამ წაყრუებამ ძალიან შემცვალა და გადამწყო – ბევრი ვინმეს და რამის მიმართ.

ცხადია, არც კონკრეტული ადამიანების განსჯას ვაპირებ (დეტალები, როგორც ვიცი, ჯერაც ირკვევა) და არც უკვე ისედაც სავარაუდოდ შემცდარ ხალხზე კოლექტიური ლაფის სროლის მოყვარული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი საშინელი ამბები, რაც სწორედ გუშინდელი, გუშინწინდელი და ან იმისწნდელი წაყრუების შედეგად მოდის, აწი მაინც უნდა გავითვალისწინოთ. სიკვდილს ვერავინ უშველის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეს დიდი და გაუგებრად საშინელი ფარდა, სიცოცხლესა და მიღმიერებას შორის, ცოტა ხანი არ ჩამოვწიოთ და გადავავადოთ – მეტი დაკვირვებით, მეტი პასუხისმგებლობით და ნაკლები წაყრუებით. ერთმანეთის გათვალისწინებით და საქმის ცოდნით – გულგრილობით წაყრუება და უცოდინრობით წაყრუება – მსგავს შედეგს გვთავაზობს.

ჩემი დიდი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს.“- წერს გიორგი კეკელიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42