შსს-ს წარმომადგენლებმა ოსურ მხარესთან საუბარში შედეგს ვერ მიაღწიეს
საზოგადოება - 18:32, 17 Sep, 2013     1619

სოფელ დიცთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და ოსურ მხარეს შორის მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა, კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს. შეხვედრის შემდეგ ოსურმა მხარემ კომენტარი არ გააკეთა. 

რაც შეეხება შს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის და რუსი სამხედროები ე.წ. სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოების წარმოებას კვლავ გააგრძელებენ. 

თუმცა, ქემოკლიძე იმასაც ამბობს, რომ სოფლის განაპირას არსებული სასაფლაო ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ მოექცევა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ქართული მხარის კონტროლს აღარ დაექვემდებარება აღნიშნულ სასაფლაოსთან მისასვლელი გზა, შესაბამისად, მათი თქმით, აზრს კარგავს სასაფლაო მოექცევა თუ არა რუსი სამხედროების მიერ გავლებული ლითონის ბადეების მიღმა. 

გარდა ამისა, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით ოსურ მხარეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რა ბედი ელის ქართველების იმ სამ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ამ ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე მდებარეობს. დიცში ჩავიდა შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა და სთხოვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდეს და ინფორმაცია მიეწოდოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დიცში არსებული მდგომარეობაზე და დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

მთელი დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მართალია კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თავიანთ ანგარიშში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით განაცხადეს.

შენიშვნა: "ნეტგაზეთის" ფოტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42