"გეიღიმე დედი ვითომ ბედნიერი ხარ... 120 კილოიანი ქალი კალთაში ჩამიხტა" - ზესტაფონელი დედა-შვილის და მთაწმინდელი თოვლის ბაბუს სახალისო ისტორია
სოციალურ ქსელში ქართველი თოვლის ბაბუა ზესტაფონელ დედა-შვილზე წერს.
"ზესტაფონელი დედა-შვილი მსტუმრობდა მთაწმინდაზე. შვილი 12 წლის ბიჭი, მამენტ ჯერა სანტის, მამენტ არც. დედა 50 წლამდე გაუჩერებლად მოლაპარაკე ქალი. იწონის 120 კილოდან ზემოთ. ხალხი ოსტატური მუჯლუგუნებით მიმოფანტა, მომიახლოვდა და მეკითხება:
-სურათი რაფერაა აქანა?
-კარგად :) უფასოა. - ვპასუხობ.
-მიდი აპა დედიკონა, მიდი თოვლის ბაბუასთან.
ბავშვი მორიდებულია, უხერხულობს.
-მოდი ბაბუ, მოდი, მოდი მეგობარო. - ვეხმატკბილები ბავშვს. მოდის.
ხალხია. აურზაური. მზე თვალს ჭრის, პირდაპირ სანტის სავარძელზე აქვს დამიზნებული სხივები.
-გეიღიმე დედი, გეიღიმე, ვითომ ბედნიერი ხარ! (რატომ უნდა იყოს 12 წლის ბავშვი "ვითომ ბედნიერი"?!) - უფრო აძალებს, ვიდრე ურჩევს დედა. ბავშვი სახეს ძლივს ალაგებს, ხელით იჩრდილავს. ათ წუთიანი საუბრის შემდეგ, ხელი ძლივას ააგლიჯა შუბლიდან "ბაღანეს". ხალხს უკმაყოფილება დაეტყო, აშრიალდა. მე დავიღალე. ცოტას ვბრაზობ კიდეც, არ ვიმჩნევ.
-აბა გეიღიმე დედი და წევედით!
ბავშვმა გაიღიმა.
- ახლა შენ გეიღიმე თოვლის ბაბუა! - გადმომწვდა მე.
- ქალბატონო, შაჰის ცოლივით თვალები მიჩანს მარტო და ამაზეც სათვალე მიკეთია, რას ამჩნევთ ვიღიმები თუ რას ვშვები ამ გასახრჩობ პარიკში?! - ვერ დავიმაგრე გაბრაზებულმა. ცოტა ენაც დამება. არ ვიცი პარიკის გაგონებაზე თუ არ ვიცი ლიყიანი სანტის შემხედვარემ, ამ ბავშმა ტირილი მორთო, კალთიდან გამისხლტა. ხალხიც შფოთავს. უკვე 15 წუთია მომსწრეა ამ სურათის და თავის რიგს ელოდება.
-არა ბაბუ, არა... - ვეხმატკბილები ბავშვს. ვცდილობ შემოვირიგო.
-დათიკონა, ნახე რა კაი თოვლის ბაბუაა! - მიმართავს ბავშვს და ჩემს სიკარგეში დასარწმუნებლად 120 კილოიანი ქალი კალთაში მიხტება.
პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ თავზე ვიგრძენი მიჯირყვნა რასაც ნიშნავს და კიდევ რაღაც ვიგრძენი, რის შემდეგაც საკუთარ ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.
ხალხს ღიმილის ტალღამ გადაუარა, რამოდენიმემ გაიცინა კიდეც. ბავშვი გაოგნდა.
-გავიჭყლიტე! - აღმომხდა სასოწარკვეთილს.
-კაი ახლა, ამფერი ტკვაცა ქალი თუ ჩეგეხუტე, მადლობა მითხარი! - მომიბოდიშასავით ქალმა და დამეხსნა.
-კარუსელაზე გავატარებ და მოვალთ კიდო! - დამაიმედებლად დამიბარა:D :D :D
-შემდეგი! - ვთქვი ბედს შეგუებულმა.
- სანტა კლაუსი სადაა, ხომ არ იცით? - მეკითხება შემდეგი.
-ეგაა. - ხალხიდან მიეშველა ვიღაც"
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა