კომპანია „ ბაუსეიფტმა“ სასწავლო ცენტრის გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2019 წლის იანვრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. ახალი კანონი გულისხმობს, რომ კომპანიებს, რომლებიც ასრულებენ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებს, უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვაზე.
ცენტრის დამფუძნებელის ზურაბ გელაშვილის განცხდებით, ასეთი ცენტრები კომპანიებს დაეხმარება, რომ ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების სფეროში პროფესიონალი მენეჯერები.
„დღესდღეობით შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, ასეთი გადამზადების ცენტრები კი კომპანიებს დაეხმარება ჰყავდეთ პროფესიონალი შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც დასაქმებულების უსაფრთხო შრომას უზრუნველყოფენ. სასწავლო ცენტრის სწავლების გარდა ჩვენი კომპანია „ბაუსეიფტი“ შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით 15-ზე მეტ კომპანიას ემსახურება, რაც მომავალში წარჩინებულ მსმენებელებს დასაქმების პერსპექტივას სთავაზობს“ - განაცხადა ზურაბ გელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






