"დედ-მამა პატარა ასაკში გარდამეცვალა... მუშაობა დასუფთავებაში დავიწყე, ჩემი მეგობრები დამცინიან, როგორ არა გრცხვენიაო"
სოც.მედია - 12:57, 16 Jan, 2019     8693
სოციალურ ქსელში 21 წლის ბიჭის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც სწავლის საფასურის გადასახდელად დასუფთავების სამსახურში მუშაობს.

"მე ვარ ილია, 21 წლის, თბილისში ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობ, დედ-მამა პატარა ასაკში გარდამეცვალა. ბებია ყოველთვის ცდილობდა დედობრივი სიყვარული არ მოეკლო ჩემთვის მისი არყოფნა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ჩემთვის.

როდესაც სკოლა დავამთავრე ბებიამ მირჩია უნივერსიტეტში ჩამებარებინა. არანაირი სახსრები ჩვენ არ გაგვაჩნდა, თავი ძლივს გაგვქონდა, სწორედ ამის გამო უარი ვუთხარი. ერთ დღესაც ბებიამ დედას და მამას ფოტოები მაჩვენა. მომიყვა მათ შესახებ მხოლოდ მონაყოლიდან ვიცოდი, რადგან დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა, მამა კი დედაზე დარდმა შეიწირა.

ბებომ მომიყვა დედას და მამას გაცნობის შესახებ, თუ როგორ აკითხავდა თურმე მამა ყოველდღე დედას უნივერსიტეტში. როგორ უნდოდა თავის მოწონება ბებიასთან და ბაბუასთა, რომ მათი შვილი გაეტნია და ა.შ. მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა ისტორიამ იმოქმედა ჩემზე, ბებიამ მითხრა, როდესაც დედაშენი შენზე ორსულად იყო, უნდოდა რომ შენც მასავით წარმატებულად დაგემთავრებინა უნივერსიტეტი და წარმატებას მიგეღწია. ეს სიტყვები თავიდან არ მომივიდა. სულ მიტრიალებდა.

ერთ დღესაც გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩაბარება, მთელი ერთი წელი ჩემით მოვემზადე, წიგნებს მეგობრებს ვთხოვდი, რადგან ყიდვის საშუალება არ მქონდა.

ჩავაბარე უნივერსიტეტში, სამწუხაროდ მხოლოდ 50 პროცენტიანი გრანტი ავიღე, მაგრამ ჩემს საოცნებო პროფესიას შევისწალიდი. სწავლის გადასახადი ჩემს თავზე ავიღე, სწორედ ამიტომ მუშაობა დასუფთავებაში დავიწყე. გამოვდივარ ყოველ დილით 6 საათზე და ჩემს საყვარელ ქუჩას ვასუფთავებ. მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი ქუჩა. როდესაც ჩემი მეგობრები გამოივლიან დამცინიან, როგორ არა გრცხვენია… სირცხვილის ნატამალი სულ არ გაგაჩნიაო…

ნუთუ ცუდია რომ ასე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ქალაქს. უნივერსიტეტშიც იგივე განმეორდა, როდესაც ჩემს შესახებ გაიგეს, ძალიან დამცინავი და შეურაცმყოფელი რეპლიკები წამოვიდა ჩემს მიმართ. მაგრამ რამდენიმე ადამიანი გვერდში დამიდგა და დღემდე მეხმარება პრობლემების მოგვარებაში. მათი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე" - ამბობს ახალგაზრდა ბიჭი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42