მაკდონალდს საქართველო მალე მომხმარებელს მაკკაფეს გააცნობს!
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:30, 16 Jan, 2019     4392
Le McDonalds-ის შესახებ ბოლო დღეებია ბევრი საუბრობს, ვაკეში არსებული ბანერის ფოტოები სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და მათ ასობით ადამიანი აზიარებს. არის აზრთა სხვადასხვაობა თუ რას უნდა ნიშნავდეს არტიკლი „Le”, სინამდვილეში ეს მაკდონალდსის თიზერ კამპანიაა, რომელიც მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად სრულიად განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტს მაკკაფეს აანონსებს.

პოპულარული სარესტორნო გლობალური ქსელი მაკდონალდსი, ყავის და დესერტების მოყვარულებს ახალ ბრენდს - „მაკკაფეს“ მალე გააცნობს. „მაკკაფე“ მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე გაიხსნება. მაკდონალდსის შვილობილი კომპანია მომხმარებელს არომატული ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტს და უგემრიელესი დესერტების არჩევანს შესთავაზებს.

მაკდონალდსი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის სტუმრობის კმაყოფილების დონის გაზრდაზე, კომპანია ყოველთვის ცდილობს იყოს ინოვატორი.

„თბილისში პირველი „მაკკაფეს“ გახსნა ვაკეში, მაკდონალდსის ახალ რესტორანთან ერთად გადავწყვიტეთ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება მისი სხვა უბნებში გახსნაც. „მაკკაფე“ თავისი კონცეფციით და მომსახურების კუთხით სხვა რესტორნებისგან განსხვავებული იქნება. ბანერის სახით გავრცელებული „ლე მაკდონალდსის“ მესიჯიც სწორედ ამ ფაქტს დავუკავშირეთ“ - აცხადებენ მაკდონალდსში.

"მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიული კომპანია Schloffer-ის მიერ, მშენებლობისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. მაკდონადსში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით.

ახალი რესტორანის ინვესტიცია ჯამურად შეადგენს 5,490,000 ლარს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 89,922,448 ლარი შეადგენს.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.

ფოტო - რეზი ბესელაშვილი წყარო - facebook





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42