ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის არგამოცხადების გამო გადაიდო. პროკურორი რეზო ნადოი 300 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლე ინფორმაციას მთავარ პროკურორსა და ზემდგომ პროკურორს მიაწოდებს, რათა შემდეგ სხდომაზე ბრალდების მხარის მონაწილეობა უზრუნველყოს და ასევე დასაბუთდეს, თუ რატომ არ გამოცხადდა დღევანდელ სხდომაზე პროკურორი.
სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაიას უფლებადამცველმა, გიორგი ონიანმა კომენტარი გააკეთა:
„პროკურორი, როგორც წესი მობრძანდება და ამბობს დასკვნით სიტყვას, ვინაიდან, ეს არის ის ეტაპი, სადაც მან უნდა ამტკიცოს დანაშაულთან შემხებლობა, პირველი არის ის, რომ მას ამის მტკიცების არავითარი საფუძველი არ აქვს, ხოლო მეორე არის ის, რომ საბოლოოდ დასტურდება, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, პროკურორის მოსვლას პირდაპირ წყვეტს ქალბატონი წულუკიანი და ლაშა ნაცვლიშვილი, აქედან გამომდინარე ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ვინაიდან მათ არ აქვთ არავითარი მტკიცებულება, რომ გაუხანგრძლივონ ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადა“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






