„პროექტის მესვეურებს წესები არ დაურღვევიათ... ცხადია, იგივე პროდიუსერები ამას რ2-ზე არ იზამდნენ“ - ნიკა გვარამია ტრანსგენდერი ქალის სკანდალს ეხმაურება
სოც.მედია - 19:19, 15 Jan, 2019     2753
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საუბარია, ტრანსგენდერი ქალზე, ანასტასია პირველზე, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობდა და ჟიურის “ოქროს ბილეთი” მიიღო, პროექტის მეორე ტურში ვერ გადავიდა.

ნიკა გვარამიას შეფასებით, პროექტის ხელმძღვანელებს პროექტის წესები არ დაურღვევიათ. მისი თქმით, ოქროს ბარათი არ ნიშნავს ათეულში მოხვედრას.

თუმცა, გვარამიას შეფასებით, ანასტასია პირველი არა მხოლოდ ტრანსგენდერი, არამედ ძალიან კარგი მომღერალია და მისი არგადაყვანა “ტელევიზიონშიკური” თვალსაზირისთ კრახია.

„ბევრმა მკითხა და ჯობია საჯაროდ განვმარტო:

“საქართველოს ვარსკვლავი” რ2ის პროექტი იყო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ის მოგვპარეს და ახლა საზმაუზე გადის და ძველ ქართულ ფილმებზე ნაკლებ რეიტინგს წერს (2%), რაც რ2ზე 20%ის მქონე პროექტისთვის კატასტროფიული ჩავარდნაა.

ახლა რაც შეეხება შეკითხვას ტრანსგენდერ მონაწილესთან დაკავშირებით. აქ პროექტის მესვეურებს ნამდვილად არ დაურღვევიათ პროექტის წესები. ოქროს ბარათი არ ნიშნავს ათეულში მოხვედრას. მეტიც, ის მეორე ტურში (ე.წ. განხილვის ტური) მოხვედრის გარანტიაც არაა. კიდევ მეტი, შეიძლება ეთერშიც ვერ მოხბდეს, თუ პროექტის გუნდი ასე გადაწყვეტს. ასე რომ, ტრანსგენდერი მონაწილის მხოლოდ არგადასვლა სრულიდ შეესაბამება პროექტის წესებს და არ შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს. ამაზე მეტი თუ რამე მოხდა, ჩემთვის უცნობია.

ps ცხადია, ტრანსგენდერი მონაწილის ფინალში გდაყვანას გამბედაობა ჭირდება. სატელევიზიო ინტერესის თვალსაზრისით, მისი არგადაყვანა დიდი შეცდომაა, მით უფრო, რომ ანასტასია პირველი არა მხოლოდ ტრანსგენდერი, არამედ ძალიან კარგი მომღერალია და ნუცას სკოლის გამარჯვებულია. ასე რომ მისი არგადაყვანა “ტელევიზიონშიკური” თვალსაზირისთ კრახია. იგივე პროდიუსერები ამას რ2ზე არავითარ შემთხვევაში არ იზამდნენ. კონკურსანტმაც უნდა იცოდეს სად მიდის და რომელ არხზე. რ2ზე ძაან გვინდოდა მისი ხილვა ჩვენს პროექტში, მაგრამ მან აირჩია საზმაუ. ხოდა ისეა როგორცაა“- წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42