დეკანოზი ელიზბარი: „ოცნებამ რა ჯიღაც დაგვადგა, ვნახეთ, გადაფიჩინდა...“
საზოგადოება - 13:28, 17 Sep, 2013     4882

სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი ელიზბარ დეკანოიძე ამბობს, რომ პატრიარქი ბოლო დროს მათ მიმართავს, „ვინც შიშით ბუჩქებში ზის“ და ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ქვეყანაში უმრავლესობა „ხვალ რა ვჭამოთ?“ ფიქრით შემოიფარგლება.

,,არჩევნებია და ყველა ცდილობს თავის კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამ დროს არავინ ფიქრობს, ქვეყანას ვინ გამოადგება. დავით ბაქრაძე როგორც კი ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში, იმწამსვე ჯერ სომხებს შეხვდა, მერე კი კუმურდოს და ახალქალაქის ეპარქიების ხელმძღვანელებს. 

,,რუსთავი 2“-მა გახარებული ყიჟინით მსოფლიოს ამცნო, აგერ ბატონო, ნახეთ ყველა დანარჩენს ეკლესია ფეხებზე ჰკიდია და მარტო ბაქრაძეს არ ჰკიდია და ვენაცვალეთ ,,ნაციონალებსო“. აგერ ივანიშვილმა ორი მღვდელი კინაღამ დაიჭირა ,,ტაბურეტკების“ გამოო,- ხო კაია?...

მაგრამ არსად წერია და არ გვინახვს, რომ ბაქრაძე ჩავიდა ქარელში და იობს შეხვდა, რადგან ბაქრაძემ იცის რომ იქ ვერც მისუნავს. მიკოჰაბიტირება მოხდა ,,ნაცებთან“ (სამცხე-ჯავახეთში ეპარქიები) მეტი არაფერი. ეს მესიჯია დანარჩენი სასულიერო პირებისთვის, რომ ვაი და ხვალ ბაქრაძე მოვიდეს, ვის აენთება მწვანე და ვის წითელი?,“- აღნიშნავს დეკანოზი მამა ელიზბარი გაზეთ ,,ალისთან“ ინტერვიუში. 

მამა ელიზბარის თქმით, ერი არ განიცდის იმას, რაც ქვეყანაში ხდება და მხოლოდ ,,ხვალ რა ვჭამო“-ზე ფიქრით შემოიფარგლება. ,,თაობაში ორი ომი გავიარეთ და ორივე წავაგეთ. მაინც ეტყობა, ქართველებს ომი არ შეგვხებია. 

თუ ომი გავიარეთ, ერს სატაშფანდუროდ არ უნდა ეცალოს, ის მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს და ფიქრობდეს, იმიტომ რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ სულგამოფიტული ხალხი და ,,დღეს რა ვჭამოთ“ ერი გავხდით... არაფერი შეცვლილა. ტაძარი საკუთარ თავში უნდა ააგო და სანთელი შენ უნდა იყო, რომ იწვოდე,“-ამბობს დეკანოზი.

ელიზბარ დეკანოიძის თქმით, ის თავიდანვე ვარაუდობდა, რომ ,,ოცნება დასრულდებოდა“, თუმცა ფიქრობს, რომ საზოგადოების უმრავლესობა მაინც ინდიფერენტულად არის განწყობილი და ,,ბუჩქებში ჯდომას“ ამჯობინებს. 

,,ვამბობდი, რომ ოცნება ასე დამთავრდებოდა, ეგენი ცდილობენ ახლაც ჩაგვკეტონ ოცნებაში ... ოცნებამ რა ჯიღაც დაგვადგა ვნახეთ, გადაფიჩინდა. ახალი პოლიტიკური ძალა ხომ არ დავაფუძნოთ და ხომ არ დავარქვათ ,,გამწარებულის ნატვრა?“ მოდი ბარემ ნატვრაც მოვკლათ...“-ამბობს დეკანოზი და პატრიარქის სიტყვები მოჰყავს, რომელიც ქადაგებებში ამბობს, რომ საქართველოს გაბრწყინება ელის და არ უნდა შეშინდნენ. 

,,თუ დააკვირდებით, პატრიარქი ამ ბოლოს სულ ამბობს, ნუ გეშინიათ, საქართველო გაბრწყინდებაო. არ დაფიქრებულხართ უწმინდესი რას გულისხმობს? ეს ნიშნავს, რომ ამათი ნუ გეშინიათ, ამოიღეთ ხმაო! თქვენ რომ ფიქრობთ ის 100 000 კაცი სათავეში დადგება რომ წინ გაგვიძღვეს? შიშით ბუჩქებში რომ ზის, იმათ მიმართავს პატრიარქი,“- ამბობს დეკანოზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42