ვერძი - დღეს შესაძლოა გარემოებამ საიდუმლოს გამჟღავნებაში შეგიწყოთ ხელი. დღის მეორე ნახევარში უფრო მეტად სენტიმენტალური და მოდუნებული გახდებით, დაიწყებთ საკუთარი ფარული აზრებისა და სურვილების გარშემომყოფებისათვის გამჟღავნებას.
კურო - დღეს დადებითი ცვლილებები გელოდებათ, თუმცა ეს ყველაფერი თქვენს დაძაბვას გამოიწვევს. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ დღის განმავლობაში.
ტყუპები - გარშემომყოფებთან კამათით მხოლოდ თქვენს რეპუტაციას მიაყენებთ ჩრდილს. იმოქმედეთ პატიოსნად და პოზიციის განმტკიცებას ნუ ეცდებით.
კირჩხიბი - დღეს მთელი ყურადღება სამსახურზე, კერძოდ კი თქვენს საქმიანობაზე გადაიტანეთ. შესაძლოა ადრე დაშვებული შეცდომები აღმოაჩინოთ.
ლომი - განვითარებული მოვლენები რადიკალური ცვლილებებისკენ გიბიძგებენ. პირადი სამომავლო გეგმები დღის პირველ ნახევარში დასახეთ.
ქალწული - დღე ოპტიმალური განწყობით დაიწყება, ამიტომ მნიშვნელოვან საქმეებს საღამოსათვის ნუ გადადებთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა რადიკალურად შეიცვლება. ძილის წინ ნუ შეეცდებით ახალი გეგმების დასახვას.
სასწორი - კარგი დღეა ყველანაირი ურთიერთობის გარკვევისათვის. ყურადღება მიაქციეთ მკურნალობის მეთოდებს.
მორიელი - თავი შეიკავეთ გადაჭარბებული კომუნიკაციებისაგან. ნუ გააგრძელებთ წარსულში უკვე დამთავრებულ კამათს. დღის მეორე ნახევარში მიენდეთ ინტუიციას და ახალი შენაძენები ისე გააკეთეთ.
მშვილდოსანი - საღამოსთვის ნუ გადადებთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს. დღის ბოლოს ვითარების გართულებაა მოსალოდნელი. ოჯახის წევრებს რადიკალური ცვლილებები ელოდებათ.
თხის რქა - დღის განმავლობაში ბავშვებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ასევე, კარგი იქნება, თუ ფინანსურ პრობლემებს მოიგვარებთ. საღამოს დიდი ხნის სურვილის აცხადებას ელოდეთ.
მერწყული - დღეს სურვილი გაგიჩნდებათ შეცვალოთ როგორც პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობა, ასევე - საქმიანობა. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
თევზები - დღეს ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. მოერიდეთ მათ გამჟღავნებას და მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს გაანდეთ თქვენი გეგმები. საღამოს სასიამოვნო გარემოში გაატარებთ.
მასალის გამოყენების პირობები






