ურეკში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების ინიციატივით. ურეკში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხა შეგროვდა.
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ ორგანიზებით, ხვალ მათ სამომხმარებლო ნივთები გადაეცემათ. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წარმომადგენლები ხვალ ურეკში პირადად ჩავლენ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.
როგორც კავშირის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზშია ნათქვამი ეს არის პირველი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
ხვალ, 17 სექტემბერს, 12:00 საათზე, დაბა ურეკის გამგეობასთან „ქართველთა კავშირი რუსეთში“, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. საკონტაქტო პირი – ალექსანდრე ყიფიანი: 599 30 64 46.
მასალის გამოყენების პირობები






