ე.ი. „ომეგამ“ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2019 წლის 1 იანვრის ჩათვლით, ბიუჟეტში 6 მილიონი შეიტანა, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტში აცხადებენ. ამასთან, როგორც „ომეგას“ მთავარმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, მიმდინარე წლის იანვრიდან, შეცვლილი ტარიფების გამო, „ომეგა“ 2019 წელს ბიუჯეტში გაორმაგებულ თანხას, ანუ 60-დან 80 მილიონს ლარს შეიტანს.
კითხვაზე, გაორმაგებული დაბეგვრა, ანუ უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკების საფასური გათანაბრება, როგორ იმოქმედებს „ომეგაზე“, ლევან აღდგომელაშვილი პასუხობს, რომ „ომეგა“ თანაბარ პირობებში მუდამ კონკურენციის მომხრეა.
„ომეგა“ არათანაბარ პირობებში მუდმივად ცდილობდა დამპინგის გამოვლენას, ასევე, კონკურენციის, ხარისხისზე დაყრდნობით და შესაბამისი აქტივობით ბაზარზე ლოიალურობის და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჟეტში შენატანის გაზრდას.
ტენდენციის მიხედვით, რომელიც ბოლო თვეებში ფინანსთა სამინისტროსა და „ომეგას“ შორის შეინიშნება, „ომეგას“ ბიზნესი განვითარდება. შესაბამისად, თუ ბოლო ორ თვეში ბიუჯეტში 6 მილიონი ლარი შეიტანა, 2019 წლის განმავლობაში ეს თანხა 60-დან 80 მილიონ ლარამდე იქნება.
„ომეგა“ კვლავ ხელმძღვანელობს ხარისხით, ბაზარზე ინოვაციების დანერგვით, წარმადობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, პრდუქციის ექსპორტზე გატანით.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ომეგას“ აქვს ამბიცია, რომ იყოს ლიდერი ბიუჯეტში შენატანი თანხებით არა წარსულში, არამედ, - მომავალში, რაშიც სახელმწიფოს ხელშეწყობის იმედი გვაქვს,“ - აცხადებს აღდგომელაშილი.
მასალის გამოყენების პირობები






