„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 20:04, 16 Sep, 2013     1867

„ნიუპოსტი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მედიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.


დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების ეფექტიანი საქმიანობის აუცილებელი პირობაა მათი დაცვა მათივე რეგულირების სფეროში მოქმედი კომპანიების გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება საფრთხე, რომ მარეგულირებელი კომისიები საზოგადოებრივი ინტერესების ნაცვლად იმ კომპანიების ინტერესებით იხელმძღვანელებენ, რომელთა საქმიანობის მიუკერძოებელი ზედამხედველობაც ევალებათ. ამიტომაც, საქართველოსკანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კომისიონერებსა და მათ ოჯახის წევრებს უკრძალავს პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესის ქონას შესაბამის სფეროში ლიცენზიის მქონე რომელიმე სუბიექტთან.


ამგვარი არასასურველი გავლენის წარმოქმნის კიდევ ერთი შესაძლო წყაროა ე.წ. „მბრუნავი კარის“ პროცესი, რაც გულისხმობს ადამიანების მოძრაობას კერძო და საჯარო სექტორებს შორის. ასეთი მოძრაობა პრობლემებს წარმოშობს მაშინ, როდესაც თანამდებობის პირები კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში შეძენილ ინტერესებს საჯარო სექტორში გადმოსვლის შემდეგაც ლობირებენ, აგრეთვე მაშინ, როდესაც საჯარო თანამდებობიდან კერძო სექტორში გადასული პირები საჯარო ინსტუტებში შენარჩუნებული კავშირების წყალობით უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ კომპანიებს. ამდენად, პოტენციურად რისკის შემცველია თანადებობის პირების მოძრაობა დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებსა და იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მათი რეგულირების სფეროში მოქმედებენ.


ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რისკებით (და არსებული კანონმდებლობის ნაკლოვანებებით) გამოწვეული პრობლემების მაგალითია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ბოლო წლებში შექმნილი ვითარება. კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი თანამდებობაზე დანიშვნამდე იმავე სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებში საქმიანობდა და შესაბამისი კომერციული ინტერესები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც შეინარჩუნა. ჩიქოვანის თავჯომარეობისას კომისიის საქმიანობაში გამოვლენილ შესაძლო დარღვევებს ამჟამად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იკვლევს.


საქართველოს ენერგეტიკის სეტორში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე ახალი არ არის. გასულ წელს, ჩვენ ვწერდით ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახა კალაძის კომერციულ ინტერესებზე იმავე სექტორში.ასევე აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი (რომელიც ამ პოსტზე 2008 წლიდან მუშაობს), 2012 წლის ნოემბრამდე შპს “ტოტ ენერჯის” დირექტორის თანამდებობას ითავსებდა.


საქართველოს ხელისუფლებამ მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა აწონ-დაწონოს ინტერესთა კონფლიქტიდან მომდინარე ყველა შესაძლო საფრთხე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ სხვადასხვა კანონში არსებული იმ ნორმების დახვეწაზე, რომელთა მიზანი საჯარო და კერძო ინტერესების გამიჯვნა და საჯარო ინსტიტუტებში ინტერესთა კონფლიქტის პრევენციაა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს საჯარო და კერძო ინტერესების გადაკვეთისას წარმოქმნილი პრობლემების დეტალურ კვლევას და კონკრეტულ რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს  შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით”, - ნათქვამია განცხადებაში. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42