მოსამართლეთა სკანდალურ სიას მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს უკან არ დაუბრუნებს - განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ გრძელდება
პოზიცია - 12:31, 08 Jan, 2019     1971
მოსამართლეების სიას მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს უკან არ დაუბრუნებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭომ სია კანონის სრული დაცვით შეადგინა და პარლამენტს გადაუგზავნა. დეპუტატის თქმით, შესაძლოა სიაში მოხვედრილი მოსამართლეების ნაწილი თავად მმართველი გუნდისთვისაც მიუღებელი იყოს, თუმცა, ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანომ მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება მისაღები იყოს, პავლე შეიძლება მიუღებელი იყოს. განხილვა, რა თქმა უნდა, დაიწყება ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, დრო ამისთვის ავიღეთ და კიდევ უფრო დეტალიზირება უნდა მოხდეს რაღაც პროცედურის, რაღაც კრიტერიუმის, ეს კი ბატონო, სამსჯელო თემა არის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ მოცემულობით, კანონის პრობლემა, საკანონმდებლო პრობლემა, ნორმისმიერი პრობლემა. ვთქვათ სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ისე შემოიტანეს სია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

10-კაციანი სიის უკან გაწვევას არც იუსტიციის საბჭო გეგმავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ სიას მმართველ გუნდში განხეთქილება მოჰყვა. ეკა ბესელიასთან ერთად მისი რამდენიმე თანამოაზრე გუნდის ნაწილს დაუპირისპირდა. ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის არ გამორიცხავს, რომ სკანდალური სიის დამტკიცების შემთხვევაში პარტიაც დატოვოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბესელია შესაძლოა თავად პარტიის ხელმძღვანელობამ გარიცხოს საკუარი რიგებიდან.

ეკა ბესელიას თანამოაზრეა გედევან ფოფხაძე, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებულ სიას მხარს დაუჭერენ, ავტომატურად შევლენ კონფლიქტში საზოგადოებასთან. მისი თქმით, მთავარ პრიორიტეტად ისევ საკანონმდებლო ორგანოდან მოსამართლეთა სიის გაწვევა რჩება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42