უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ეხმაურება და აცხადებს, რომ საპატრიარქო ტომუსს მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია.
„ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ, რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება, რომ გამოვხატოთ ოფიციალურად. ისე ვიცით, რა ხდება ეკლესიაში, ერთმანეთს ვესაუბრებით და რაც შეეხება პოზიციის გამოხატვას ოფიციალურად, ყველაფერში უნდა იყოს ადამიანი კორექტული. მით უმეტეს, ეკლესია, როდესაც გამოხატავს თავის ოფიციალურ პოზიციას. მერე კიდევ ეკლესიამ როგორ უნდა გამოხატოს პოზიცია თუ ერთიანად არ იმსჯელა ანუ წმინდა სინოდმა თუ არ იმსჯელა და არ გადაწყვიტა. ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც შევიკრიბეთ, ტომოსისაერთოდ არ ვიცოდით, ახლაც არ არის გამოქვეყნებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ სინოდებზე შევისწავლოთ ეს საკითხი,“-ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.
მასალის გამოყენების პირობები