17 სექტემბერს 13 საათზე ქართველ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" აწყობს გამაფრთხილებელ შემოვლას რუსთაველის მეტროსადგურიდან ფილარმონიამდე მოქმედ არაბულ ოფისებსა და სავაჭრო წერტილებში, სადაც უხეშად ირღვევა ქართული ენის სახელმწიფო კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
კერძოდ, აღნიშნული ობიექტების ვიტრინებსა და აბრებზე წარწერები შესრულებულია მხოლოდ არაბულ ან ინგლისურ ენებზე, მთელ რიგ შემთხვევებში კი, ქართული წარწერები ზომით რამდენიმეჯერ პატარაა უცხოენოვან წარწერებზე, მაშინ, როდესაც საქართველოს კანონი რელკამის შესახებ ამბობს:
"საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას".
აქციის ფარგლებში, შესაბამისი ობიექტების მფლობელებს მიეცემათ მითითება კანონით განსაზღვრულ ვადებში მოაწესრიგონ მათ ობიექტებზე გამოკრული სარეკლამო წარწერები და ნიშნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ეროვნული ფრონტი" გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს საქართველოში ქართული ენის უფლებების დასაცავად.
მასალის გამოყენების პირობები






