საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველად გამოეხმაურა პატრიარქის მიერ პარასკევს მისთვის ნაჩუქარი საათის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და მას „ძალიან ისეთი რეაქცია“ უწოდა.
პრემიერი აცხადებს, რომ პატრიარქთან „ძალიან ინტიმური საღამო“ ჰქონდა და თემაზე ატეხილი ხმაური გადაჭარბებული იყო:
"ჩვენ არასდროს კანონის წინააღმდეგ არ ვიქცევით, არც მე და არ მისი უწმინდესობა. თუ ამის საჭიროება იქნება, ყველაფერს ისე გავაკეთებ, მაგრამ ამ თემის წამოწევა ცოტა უხერხულია. ძალიან ინტიმური საღამო გვქონდა მის უწმინდესობასთან, ოჯახთან დავპატიჟე, საჩუქრები გავაკეთეთ ორივე მხრიდან და ეს იყო ნორმალური.
მე მგონი, ასეთი კუთხით წაყვანა ამ საკითხის არ არის ნორმალური. ძალიან გთხოვდით, რომ უფრო ლამაზად, უფრო ფაქიზად მოეკიდოთ. ჩვენ კანონი არასდროს დაგვირღვევია, ვინც არღვევდა კანონს, კი არ არღვევდა, თელავდნენ, ახლა რომ გინდათ კანონის დარღვევაში გაგვაფრთხილოთ, ცოტა უხერხულია.
იცით, ძალიან ხშირად რა ხდება? ჩვენმა ხალხმა, რომელიც განვითარებულ თუ განვითარებად ეტაპზე ვართ ევროპელობის, ძალიან ხშირად გადაჭარებება ვიცით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






