"ეპიდემიურ ზღვართან მიახლოებული ჯერ არ ვართ"- პაატა იმნაძე გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს (ვიდეო)
ჯანმრთელობა - 14:20, 03 Jan, 2019     2652

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს, იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ დაავადების შემთხვევებმა იმატა ეპიდემიურ ზღვართან მიახლოებული ჯერ არაა:

„ბოლო ორი კვირაა დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების მატება, ავადობა არის ისეთივე, როგორიც იყო შარშანწინ ამ დროს, მაგრამ მეტია შარშანდელზე. ეპიდემიურ ზღვართან მიახლოებული ჯერ არ ვართ, დაახლოებით 2-ჯერ მეტია საქართველოში ეპიდემიური ზღვარი, 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ითვლება საქართველოში ეპიდემიურ ზღვარად. ძირითადი პრობლემა არის ის რომ მოცირკულირე ვირუსების აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1, ძალიან იშვიათად არის H3N2 ვირუსით გამოწვეული გრიპის შემთხვევები.“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, თუ ბავშვს ან ორსულს 38,5 გრადუსი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. დანარჩენ პირებმა კი, თუ ტემპერატურა 3 დღეზე მეტი გრძელდება. იმნაძის განცხადებით აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ ნახველში გაჩნდა სისხლის ან ჩირქის მსგავსი ნაწილაკები.

„სხვა შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა, უნდა მიიღონ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები. მკურნალობას რაც შეეხება ეს აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და საჭიროების შემთხვევაში ჩართოს მკურნალობაში ანტივირუსული საშუალებები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგანაც ანტიბიოტიკები არცერთი ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა. ანტიბიოტიკები ინიშნება, მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხველების ეტიკეტის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა, მისი განცხადებით, სიცივეში ვირუსი რამდენიმე საათი ცოცხლობს, ამიტომ გარკვეულ ზედაპირებზე ხელის მოკიდების დროს ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა ვირუსი მოხვდეს. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ხელის დაბანის საშუალება, ადამიანმა უნდა გამოიყენოს შესაბამისი ხელსახოცები და სადიზინფექიო სითხეები.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42