ივანიშვილი: „პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს...“
საზოგადოება - 13:35, 16 Sep, 2013     2868

„მისი უწმინდესობა პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, იქნებ, ჰესები არ ავაშენოთო, მაგრამ მე დავარწმუნე ის და ვთხოვე, პირიქით, მხარი დაეჭირა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შუახევში, ჰესის მშენებლობის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობის საკითხს თითოეული მოსახლე, მათ შორის ის სვანებიც, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ „ხუდონჰესის“ მშენებლობის გამო, გაგებით უნდა მოეკიდონ:

„მე პარასკევს მოწვეული მყავდა მისი უწმინდესობა პატრიარქი და პატრიარქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ჰესი არ აგვეშენებინა ორ ადგილზე. ერთ ადგილზე თქვეს ხთის ხეობაში, სადაც თურმე წყალი დააკლდება ხეობას, მეორე ხეობაზე იყო თხოვნა რომ, იქ წყალი მოემატება. პატრიარქს კარგად ავუხსენი და მისმა უწმინდესობამ, ძალიან კარგად გაიგო. 

მე ვთხოვე მას, რომ პირიქით, მხარი დაეჭირა. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამომუშავდებოდეს ენერგია. ეს შექმნის უფრო საფუძველს იმისას, რომ მრავალი ტიპის, სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფუძნდეს. 

ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. თუ გნებავთ, ხვალ განიხილება მშენებლობის საკითხი გამგეობაში და აქაც მინდა ჩვენს საყვარელ სვანებს მივმართო, რომ გაგებით, დინჯად მოეკიდნონ ამ საკითხს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42