“ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 31 Dec, 2018     4984
“ვისოლი“ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრების ბიუჯეტს სოციალური საწარმო „ანინას“ განვითარებას მოახმარს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს. ამას გარდა, „ანინას“ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტშიც“ ექნება და დამატებით, „ვისოლის“ პროფესიონალი კადრები სოციალურ საწარმოს საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის სწორი განვითარებისათვის.


„ანინამ“ საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეკერა „სანტას ქუდები“, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხები დაეხმარებათ რეალობად აქციონ სოციალური საწარმოს პროექტი, რომელზეც მათი შვილების ხვალინდელი დღეა დამოკიდებული. „ვისოლმა“ „ანინას“ შეკერილი „სანტას ქუდებიც“ შეიძინა და 30 დეკემბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა. „ვისოლი“ მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც გახდნენ #მზისშვილების მეგობარი და „სანტას ქუდების“ შეძენით დაეხმარონ სოციალურ საწარმოს. „ვისოლ ჯგუფის“ წევრმა კომპანიებმა, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „სანტას ქუდები“ უკვე შეიძინეს.

სარეაბილიტაციო ცენტრმა „მზის შვილებმა“ სოციალური საწარმო „ანინას“ დაარსება შეზღუდული შესაძლებლობები მქონე 3-დან 16-წლამდე, 39 ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შესაქმნელად გადაწყვიტეს, რადგან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბავშვების არცერთ დედას, არა აქვს სამსახური და შემოსავალი.

„ანინა“ არის სამკერვალო, სადაც შეიკერება ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი, ტიპიური განვითარების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საწარმოში დასაქმდებიან „მზის შვილების“ ბენეფიციარების მშობლები და ორგანიზაციას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოხციალური საწარმოს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე განთავსებული იქნება სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი პიქტოგრამები, რაც საზობაგოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42