ბათუმში დაკავებული ჩეჩენი სოჭის ოლიმპიადის „შავ სიაში“ ირიცხებოდა
საზოგადოება - 12:42, 16 Sep, 2013     1931

რუსულმა გამოცემამ „RG.RU – Российская Газета“, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „შავი სია“ გამოაქვეყნა. 


ჩამონათვალში მოხვდა ჩეჩნეთის მოქალაქე უსუპ მაირ-ალიევის-ძე ლაკაევი, რომელის სახელიც და გვარიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ ინცინდენტში ფიგურირებდა,-ამის შესახებ ,,ტელეგრაფ. ჯი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიადის შავ სიაში მოხვედრილი, 1988 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე სწორედ საქართველოში, ბათუმში კონტრტერორისტული ცენტრის ოპერაციის დროს დაკავებული პირია. ინფორმაცია „ტელეგრაფს“ შს სამინისტროსშიც დაუდასტურეს:

„ის დოკუმენტაცია, რომელიც აღმოაჩნდა იმ პიროვნებას, რომელიც სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარი ინციდენტის შედეგად დააკავეს, და ეს მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, დანარჩენს უფრო კონკრეტულად გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

აღსანიშნავია, რომ „შავი სია“ რუსეთის ფედერალური ხელისუფლების ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. მას ხელს აწერს 2014 წლის ზამთრის 22 -ე ოლიმპიადისა და მე-12 პარაოლიმპიური ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი სირომოლოტოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42